Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოვითხოვთ სამართალს, ობიექტურობის დაცვასა და მიუკერძოებელ გამოძიებას – ლანა გალდავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე

October 6, 2026
მოვითხოვთ სამართალს, ობიექტურობის დაცვასა და მიუკერძოებელ გამოძიებას – ლანა გალდავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე

მოვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობის დაცვასა და რა თქმა უნდა, მიუკერძოებელ და სამართლიან გამოძიებას, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან განაცხადა, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, არსებულ შეკითხვებზე პასუხები იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ უნდა გასცეს.

“ვითხოვთ სამართალს, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. როდესაც საუბარია პატიმრის პირად შემოწმებაზე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით გაწერილია ყველა საფუძველი, დეტალურად როდის და რა ფორმით უნდა განხორციელდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ასეთი შემოწმება მოხდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.

ამიტომ, პროკურატურისგან მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში გაკეთდეს განმარტება – რატომ მოხდა დეესკალაციის ოთახში კონკრეტული პატიმრების ჩაყვანა, შედგა თუ არა ოქმი, როგორ შედგა ის, შემდეგ როგორ მოხდა ამ ყველაფრის გასაჯაროება, არის თუ არა უწყვეტი კადრები და აქვს თუ არა ადგილი მონტაჟს. ჩვენ სწორედ ეს შეკითხვები გვაქვს.

მით უმეტეს, როდესაც გამოვიდა მინისტრი, უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა საკითხში და პასუხი არ გასცა მნიშვნელოვან შეკითხვებს. პირიქით, მან ისიც თქვა, რომ არ იცოდა საფუძველი, რატომ ჩაიყვანეს კონკრეტული პირი დეესკალაციის ოთახში. ამან ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა.

მოვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობის დაცვასა და რა თქმა უნდა, მიუკერძოებელ და სამართლიან გამოძიებას. ახლა პასუხები უნდა გასცეს იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ”, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ინფორმაციისთვის, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “თუკი ისინი გადაწყვეტენ შემდგომ პოლიტიკურ აქტივობას, ჰკითხავს ხალხი, რომ ეს როგორ იყო, რატომ იყო და ან აპატიებს ან არ აპატიებს” – სევდია უგრეხელიძე ზოდელავასა და ბერიძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge