Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან შეთანხმებისა და დათმობებზე წასვლისკენ მოწოდებების გამო ფრაქციიდან გარიცხეს

October 6, 2026
ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან შეთანხმებისა და დათმობებზე წასვლისკენ მოწოდებების გამო ფრაქციიდან გარიცხეს

უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს. მიზეზი რუსეთთან შეთანხმებისა და დათმობებზე წასვლისკენ მისი მოწოდებებია. შესაბამისი ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი დემოკრატიული კურსის მქონე არიან, სადაც ყოველთვის არის ადგილი დისკუსიისა და მწვავე კამათისთვისაც კი, თუმცა, მათივე განმარტებით, ეს დისკუსიები არ უნდა შეეხოს „ქვეყნის ძირითად ღირებულებებსა და სტრატეგიულ კურსს“. ამ ღირებულებებს შორის პარტია ასახელებს ძლიერ უკრაინულ არმიას, უკრაინულ ენას, დამოუკიდებელ უკრაინულ ეკლესიას, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას.

„ეს პრინციპები პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არ არის დამოკიდებული და ვაჭრობის საგანი ვერ გახდება: ვერც უკრაინის შიგნით და, მით უმეტეს, ვერც რუსეთთან მოლაპარაკებებზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მათივე თქმით, გონჩარენკოს საჯარო პოზიცია ომის დასრულებასა და უკრაინის უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურასთან დაკავშირებით „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციასა და იდეოლოგიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ომის დასრულების პროცესში კომპრომისები შესაძლებელია, თუმცა უკრაინის დამოუკიდებლობა, მისი ევროპული მომავალი, ეროვნული იდენტობის საკითხები და საკუთარი უსაფრთხოების სისტემის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება დათმობების საგანი ვერ გახდება.

ცნობისთვის, გონჩარენკომ გასული კვირის ბოლოს სოციალურ ქსელებში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, ომის გაგრძელება უკრაინისთვის უპერსპექტივო და უკიდურესად საშიშია, ამიტომ მშვიდობისთვის რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე უნდა წავიდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევრობიუროკრატებს მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს- ლევან მაჭავარიანი
  • თბილისში, კაცი 14 წლამდე დისშვილს სისტემატურად აუპატიურებდა – უმძიმესი დანაშაულის დეტალები
  • 8 ოქტომბერს მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge