Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პატიმარმა დავითაძემ 2025 წლის დეკემბერში მოგვმართა, საუბარი იყო გაუპატიურების მუქარასა და სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფაზე” – ომბუდსმენი

October 5, 2026
“ბალდაში არსებული მდგომარეობა დღითიდღე საშიშ ფორმებს იღებს” – ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

სახალხო დამცველი დეტალურად ჰყვება, როდის მიმართა პატიმარმა დავითაძემ და სთხოვა, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაზე რეაგირება მოეხდინა.

როგორც ლევან იოსელიანმა დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მისი აპარატის წარმომადგენლები იმდღესვე შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შეისწავლეს საქმე და პატიმრის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურდა.

ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს, ჩვენ პირველად მსაჯვრებულმა მოგვმართა 2025 წლის 26 დეკემბერს. მომართვისთანავე, იმავე დღეს ჩვენ შევედით პენიტენციურ დაწესებულებაში, გამოვკითხეთ მსჯავრდებული და მისი ინფორმაციის საფუძველზე მოვითხოვეთ, მის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეო ჩანაწერის დაარქივება. რამდენიმე დღეში იქნა ეს შემოწმებული და გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა. უშუალოდ მასთან საკანში და შემდგომ დეესკალაციის ოთახში გადაღებული კადრები, 2 დღე. მან თქვა, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მუქარას და სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფას, არსებობს ამის სპეციალური ოქმი. ჩვენ ამის შემდეგ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით. ის ასევე საუბრობდა ისეთი ტიპის სექსუალურ ქმედებაზე, რომელიც ღირსების შემლახავი იყო მისთვის. რისი საშუალების გადამოწმებაც გვქონდა, გადავამოწმეთ და იმ მოცემულ პერიოდში, რაზედაც ის მიუთითებდა, ეს არ დადასტურდა, ვიზუალურად, ხოლო რაზედაც ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებდით, მივმართეთ პროკურატურას და დაიწყო გამოძიება, – ამბობს იოსელიანი.

იოსელიანი ამტკიცებს, რომ პენიტენციურში პატიმრის მხრიდან არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე, არამედ საუბარი იყო იმგვარ ქმედებაზე, რომელიც სექსუალურ ხასიათს ატარებდა.

ხელის შარვალში ჩაყოფაზე იყო საუბარი, ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით, თითზე და გაუპატიურებაზე იმ პერიოდში არ ყოფილა საუბარი. ჩვენ გვაინტერესებდა ადგილი ხომ არ ჰქონდა ძალადობას, ადამიანის წამებას, ცემას, რაც ძირითადად ჩვენი ინტერესის საგანია. იმ კადრებში რაც ჩვენ ვნახეთ, ამდაგვარი რაღაც არ ფიქსირდება, არ ჩანს, რომ ის ვინმემ თითით გააუპატიურა,  იმის იქით კი გამოძიების საკითხია, – ამბობს იოსელიანი.

მისივე თქმით, ისიც ელოდება გამოძიების შედეგებს, რათა რეალური სურათი დაიდოს.

იოსელიანის თქმით, ამ პატიმარს რამდენიმე სხვა საჩივარიც ჰქონდა, რომლის შესასწავლადაც შედიოდნენ და იკვლევდნენ. ასევე, შეხვდა და ესაუბრა პატიმრის დედასაც. მოკვლევის შედეგები კი მის ადვოკატს მაშინვე ეცნობა.

მე რასაც ვამბობ, ვამბობ იმ დოკუმუნეტების საფუძველზე, რაც დევს ჩემთან მაგიდაზე, ჩემთან მაგდაზე დევს ოქმი, რომელშიც წერია, რომ დეტალურად მოხდა ამ 2 დღის დათვალიერება [საუბარია 20-21 დეკემბერზე] ჩემი თანამშრომლის მიერ და მსჯავრდებულის მიერ დასახელებული გარემოებები არ დადასტურდა. რის შესახებაც ეცნობა მის ადვოკატს, მარტში. ასევე ეცნობა მსჯავრდებულს და განემარტა ადვოკატის თანდასწრებით. მათთვის ჩვენი პოზიცია მაშინვე იყო ცნობილი, რომ ჩვენ მის მიერ მითითებულ გარემოებებს და დანაშულს ვერ ვხედავდით. ისიც ვუთხარით, რომ ამის მიღმა თუ რამე იყო, მივმართეთ და დაწყებული იყო გამოძიება, ამის შესახებაც ვაცნობეთ, – დასძინა მან.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზი 24 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • ვრცელდება დრამატული კადრები – როგორ გადაარჩინა მამაკაცმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადმოვარდნილი 4 წლის ბავშვი
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge