Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც დღეს პენიტენციურ სისტემაში ხდება, საზოგადოებას კითხვების დასმის სრულ უფლებას აძლევს” – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

October 5, 2026
“რაც დღეს პენიტენციურ სისტემაში ხდება, საზოგადოებას კითხვების დასმის სრულ უფლებას აძლევს” – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ამბებს ეხმაურება და წერს, რომ ის, რაც სისტემაში ხდება საზოგადოებას კითხვების დასმის სრულ უფლებას აძლევს.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ თუ პატიმრებმა ხმაური ატეხეს, საზოგადოებას უნდა აუხსნან რეალური მიზეზი.

ნუ აყრით ხალხს ნაცარს თვალებში, ნუ გვიყვებით „ცუდი სიზმრების“ ისტორიებს – ხელისუფლებამ იგივე შეცდომები არ უნდა გაიმეორო,- წერს სასულიერო პირი.

ქრისტიანული სარწმუნოება გვასწავლის, რომ სიმართლე არ შეიძლება დაიმალოს ძალაუფლების, შიშის ან სისტემის დაცვის გამო. ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ღვთის წინაშე ყველაზე დიდი ფასეულობებია, ხოლო ჩადენილ უსამართლობაზე დუმილი თავადაც მძიმე პასუხისმგებლობაა.

2012 წლამდე ბევრ მეგობარს საკუთარი ხელით დავუხუჭე თვალები , წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლებს. ამიტომ განსაკუთრებით კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებაზე მაღლა დგება სისტემის დაცვა და სიმართლის დამალვა.

სწორედ ამიტომ, რაც დღეს პენიტენციურ სისტემაში ხდება, საზოგადოებას კითხვების დასმის სრულ უფლებას აძლევს.

პენიტენციური სამსახური უარყოფს პატიმრის თითით გაუპატიურების ფაქტს. ოჯახი და საზოგადოება კი ითხოვს ძალიან მარტივ რამეს გასაჯაროვდეს სრული ვიდეოჩანაწერი, ხმის თანხლებით, თავიდან ბოლომდე, რათა საზოგადოებამ თავად ნახოს და მოისმინოს, რა მოხდა სინამდვილეში.

და თუ პატიმრებმა ხმაური ატეხეს, საზოგადოებას უნდა აუხსნან რეალური მიზეზი. ეს არ ყოფილა „ცუდი სიზმრის ნახვის“ გამო ატეხილი ხმაური,როგორც ახლა ცდილობენ ამის წარმოჩენას. საუბარია პატიმრების სოლიდარობის და პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვაზე. თუ სწორედ ამის შემდეგ მოხდა ბადრაგის მხრიდან პატიმრების ცემა, ეს ფაქტიც აუცილებლად უნდა დადგინდეს და გამოძიებულ იქნეს.

2012 წლის გამოცდილებამ ძალიან კარგად გვაჩვენა, რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, როდესაც ძალადობისა და დანაშაულის შესახებ სიმართლის ნაცვლად საზოგადოებას მხოლოდ “ოფიციალურ”
ვერსიებს აწვდიან.

ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი რამ – ნუ დააფარებენ ხელს სავარაუდო საზარელი დანაშაულის ჩამდენთ.ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს და რომელ უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდეს, თუ ეს არაადამიანური დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს.

ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების საკითხი. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლების – ღირსების, სიცოცხლისა და კანონის წინაშე თანასწორობის საკითხი.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი ამ ქვეყანაში ასეთ სისაძაგლეებს.

ნუ აყრით ხალხს ნაცარს თვალებში.
ნუ გვიყვებით „ცუდი სიზმრების“ ისტორიებს.
გაასაჯაროვეთ სრული ჩანაწერი ხმით, თავიდან ბოლომდე და საზოგადოებამ თავად ნახოს, რა მოხდა.

ჩვენ უკვე ერთხელ ვნახეთ,რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას სიმართლის დამალვა და ხელისუფლებამ იგივე შეცდომები არ უნდა გაიმეოროს!

“არა არს დაფარული,რომელი არა გამოცხადნეს,და დამალული ,რომელი არა საცნაურ იყოს.”,- წერს სასულიერო პირი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • მძიმე ავარია თბილისი-მარნეულის გზაზე – არის მსხვერპლი
  • “დიდი იმედით ელოდა ამ დღეს“ – მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge