Tuesday, October 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”- რას ამბობს დავით ჩიხელიძე

October 5, 2026
“რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”- რას ამბობს დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე პატიმრების მიერ ბადრაგის თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს ხელკეტებით სცემეს, რეალობას არ შეესაბამება და მომხდარი ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტებად არ უნდა შეფასდეს.

მისივე შეფასებით, მსგავსი „იაფფასიანი წარმოდგენებით“ პატიმრების ნაწილი საკუთარ რეპუტაციას აზიანებს და, ამავდროულად, აჩვენებს, რომ სახელმწიფო გამოწვევებს კანონის ფარგლებში პასუხობს.

„მითი: პატიმრებს ხელკეტებით სცემეს. რეალობა: რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება. რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება. განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ბადრაგის თანამშრომლებს პატიმრები. მიჰყავთ ადამიანურად, მშვიდად, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს წაიყვანდნენ. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს წარსული და ვიცით, 2012 წლამდე პატიმრის მსგავსი გამოხტომა როგორ დასრულდებოდა.

მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარი ფეხით, არათუ იმ დღეს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეღარ გაევლოთ. პ.ს. ეს იდიოტები იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ასეთი იაფფასიანი წარმოდგენებით ისევ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. პირიქით, კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და პატიმართა ნაწილის უღირსი საქციელის მიუხედავად, გამოწვევებს ღირსეულად და კანონის ფარგლებში პასუხობს.“ – წერს ჩიხელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზი 24 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • ვრცელდება დრამატული კადრები – როგორ გადაარჩინა მამაკაცმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადმოვარდნილი 4 წლის ბავშვი
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge