Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა არაერთმა პირმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან პროცესი დასრულებულიც კი არის, ყველა განცხადებას გავნიხილავთ- პროკურორი

October 5, 2026
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა არაერთმა პირმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან პროცესი დასრულებულიც კი არის, ყველა განცხადებას გავნიხილავთ- პროკურორი

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ ზოგიერთ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, ზოგიერთთან დასრულებულიც კი არის, ზოგიერთთან ისევ განხილვის ეტაპზე ვართ, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი მიმდინარეა და ამიტომ დეტალების გაჟღერებისგან თავს შეიკავებს.

„არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს ყველა განცხადებას აუცილებლად გავნიხილავთ. მოლაპარაკების პროცესი კონფიდენციალურია და დასრულებული არ არის, ამიტომ ვერ ვისაუბრებ დეტალებზე“, – აღნიშნა პროკურორმა.

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიმდინარე წლის 7 მაისს მიუსაჯა.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ აგრეთვე ბრალი წარუდგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად). ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

გური ჟვანიას კი, სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ – რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა
  • 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის მიმართვას კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია გეგმავს
  • ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge