4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულის, ლაშა ბერიძის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის თქმით, მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც დაზუსტდება – ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები.
მისი თქმით, ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით და ლაშა ბერიძემ სწორედ ეს უფლება გამოიყენა.
„მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება. პირობებიც დაზუსტდება. ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები, ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების განცხადებით. შესაბამისად, მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ აღნიშნული უფლება გამოიყენა და მიმართა ბრალდების მხარეს, რათა მათ შორის მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება”,- განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.
