პაატა სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც პატიმარი გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას ასახავს. 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვიდეოს ხმა არ აქვს.
„მნიშვნელოვანია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუ დადასტურდება, რომ პენიტენციური სამსახურის რომელიმე თანამშრომლემა დაარღვია კანონი, ის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“ – თქვა მინისტრმა.
სალიას დავითაძის სხვა საპატიმროში გადაყვანაზეც ჰკითხეს, რაზეც მან თქვა: „ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას აქვს თავისი პროცედურები, აქვს თავისი საფუძვლები, წინაპირობები. შესაბამისად, თუ დააკმაყოფილებს ამ წინაპირობებს, განვიხილავთ და გადავიყვანთ. თუ არ დააკმაყოფილებს, არ გადავიყვანთ“.
