Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ – ადვოკატი

October 5, 2026
„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ – ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა“- ამბობს ჩაჩანიძის ადვოკატი ანა აკოფოვა გამოცემა “ბათუმელებთან”.

მისი თქმით, ის დღეს, 5 ოქტომბერს ლაშა ჩაჩანიძეს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, 3 ოქტომბერს ჩაჩანიძე და კიდევ 3 მსჯავრდებული ყოველგვარი დასაბუთების გარეშე რუსთავის მე-6 ციხიდან ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ბათუმში გადაყვანამდე, 2 ოქტომბერს, დავითაძისთვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო, ჩაჩანიძეს და კიდევ რამდენიმე პატიმარს სცემეს.

“ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილები, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს, თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები.

მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…
ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე. პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ გაუცნია დასაბუთება, რატომ გადმოიყვანეს მეექვსიდან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში.მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ექსპერტიზა.
მსჯავრდებული ითხოვს, რომ ამოიღონ ვიდეოკამერის ჩანაწერები, თუმცა ლაშა აღნიშნავს, რომ ის და სხვა პატიმრებიც, რომლებმაც გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს, ცალკე შეიყვანეს ისეთ ოთახში, სადაც კამერები არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობა გამოჩნდება სხვა კადრებში, როცა იგი ცემა-ცემით მიჰყავთ ამ ოთახისკენ… მსჯავრდებულმა ასევე მითხრა, რომ იგი აბსოლუტურად ყველა პირს ამოიცნობს, რომლებმაც მასზე ჯგუფურად იძალადეს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ანა აკოფოვამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პაატა სალია ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს
  • ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე- მიხეილ სააკაშვილი
  • “ბევრი ითმინა ზურაბ ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა”- რას ამბობს ნინო წილოსანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge