Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გასული დღეების განმავლობაში პენიტენციური სისტემიდან ვისმენთ უმძიმეს ფაქტებს – ყველაფერი ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ციხეებში არის უდიდესი პრობლემები”- რას ამბობს ლანა გალდავა

October 5, 2026
“გასული დღეების განმავლობაში პენიტენციური სისტემიდან ვისმენთ უმძიმეს ფაქტებს – ყველაფერი ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ციხეებში არის უდიდესი პრობლემები”- რას ამბობს ლანა გალდავა

გასული დღეების განმავლობაში საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ვისმენთ უმძიმეს ფაქტებს. კერძოდ, პატიმრის თვითმკვლელობა; მსჯავრდებულ დავითაძის მძიმე მდგომარეობა და მძიმე კადრები, რაც გავრცელდა პენიტენციური დაწესებულებიდან. ყველაფერი ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ციხეებში არის უდიდესი პრობლემები,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

გალდავას თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებული უმძიმესი დარღვევები, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და პენიტენციურ სისტემაში, იქნებოდა აღმოფხვრილი.

„პრობლემებია იმ თვალსაზრისითაც, რომ 2027 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 35 მილიონიანი მატება და ბიუჯეტი ხდება 358 მილიონი ლარი და ამ საბიუჯეტო მაჩვენებელში ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის განკუთვნილი არის მხოლოდ 12 მილიონი ლარი. არაფერია ნათქვამი პენიტენციურ სისტემაში კვალიფიციური კადრების დამატებაზე მაშინ, როდესაც აუცილებლობას წარმოადგენს და ვხედავთ, რომ ციხეები გადატვირთულია, პენიტენციურ სისტემას არ ჰყოფნის თანამშრომლები იმისათვის, რომ სასჯელის მოხდის პირობები იყოს ღირსეული. სამაგიეროდ რას ვიღებთ? – ვიღებთ იმას, რომ არ იზრდება თანამშრომლების რაოდენობა, არ უმჯობესდება პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების მდგომარეობა, მაგრამ იზრდება ხელფასები იმ პირებისათვის, რომლებიც ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობენ თავს ხელფასების მატებით, მაგრამ პატიმრების მდგომარეობა კი კვლავ უარესდება.

ეს ხდება მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებული უმძიმესი დარღვევები, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და განსაკუთრებით, პენიტენციურ სისტემაში, იქნებოდა აღმოფხვრილი. 14 წლის შემდეგ ჩვენ ვუბრუნდებით იმავე მაჩვენებელს: მსჯავრდებული პირების რეკორდული მაჩვენებელია ციხეებში და უკვე გადასცდა 12 000 პატიმარს, ვხედავთ, რომ გადატვირთულობის უდიდესი მაჩვენებელია განსაკუთრებით გლდანის, ქსნის და ქუთაისის ციხეებში და პროცენტულად ეს არის 30, 35, 55 პროცენტიც კი. ეს პროცენტულობა, მხოლოდ რიცხვები არ არის, პატიმარი არ არის მხოლოდ საკანი, პატიმარი არის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობები, პატიმრობა ნიშნავს წვდომას სერვისებზე, წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე, წვდომას საგანმანათლებლო სერვისებზე, შესაძლებლობას, რომ საკმარისი და კვალიფიკაციური კადრი ემსახურებოდეს პენიტენციურ სისტემას და ამ მოცემულობით ვიღებთ მხოლოდ სახელფასო მატებას.

ჩვენ არ ვართ ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგნი, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალეობას, რომ ბიუჯეტი მოხმარდეს პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას, პატიმართა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. მაგალითად, დავითაძის საქმე, პენიტენციურმა სისტემამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ რეზონანსული და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებისა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესების არსებობის პირობებში, ამ დღეების განმავლობაშიც კი ვერ დაიცვა მისი უსაფრთხოება და მან პროტესტის ნიშნად მოახერხა ის, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთები გადაყლაპა, ანუ უსუსურია სისტემა. არაფერს ვამბობ ქურდული სამყაროს გავლენების ზრდაზე პენიტენციურ სისტემაში.

ჩვენ, „ძლიერი – საქართველო ლელო“ არ ვართ წინააღმდეგნი ბიუჯეტის ზრდის, მაგრამ ჩვენ ვართ წინააღმდეგნი ბიუჯეტის არათანაბარი გამოყენების. მოვითხოვთ მაქსიმალურ გამჭვირვალეობას თითოეულო თეთრის ხარჯვისას! მოვითხოვთ იმას, რომ პატიმრებისთვის პატიმრობის ღირსეული პირობები იყოს დაცული, მოვითხოვთ იმას, რომ მიხვდეს „ქართული ოცნება”, რეპრესიები არ არის გამოსავალი, რაც იმაშიც მდგომარეობს, რომ არასაპატიმრო სასჯელები ნაკლებად არის გამოყენებული და თითქმის ყველას უსჯიან პატიმრობას, პატიმრობას გადატვირთულ ციხეებში სერვისებთან არათანაბარი წვდომით. გაუმჯობესებას ვითხოვთ პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის, სასჯელის პირობების ღირსეულად მოხდას და თუნდაც იმ მინიმალური სტანდარტული წესების დაკმაყოფილებას, რაც გაეროს სტანდარტებით არსებობს.

გამჭვირვალეობა და ყველა დამნაშავის დასჯა, რომელიც ამ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში ხელს უწყობს არათანაბარ უფლებრივ მდგომარეობას და დამნაშავე კლანის გაღვივებას, რაც არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა“.- განაცხადა ლანა გალდავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პაატა სალია ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს
  • ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი მთავრობის და საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტყველებს მაშინდელ სისტემაში პენეტრაციასა და ღალატზე- მიხეილ სააკაშვილი
  • “ბევრი ითმინა ზურაბ ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა”- რას ამბობს ნინო წილოსანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge