იუსტიციის მინისტრმა არ იცის, რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე.
“მიმართეთ პრესსამსახურს” – ასე უპასუხა პაატა სალიამ “პირველების” შესაბამის კითხვას.
რამდენი არის დეესკლაციის ოთახში ჩაყვანილი, ახლა ამის ზუსტი სტატისტიკა თუ გსურთ მიმართეთ პენიტენციურ სამსახურს, რა იყო მიზეზი ამ კონკრეტული პატიმრის დეესკლალაცის ოთახში ჩაყვანისა იმ მომენტში ამის დეტალებსაც მოგახსენებნ, არაფერი დასამალი აქ არ არის.
აქ საუბარი იყო რაზე თქვან ჩემთან სასაუბროდ მოხვედით იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა გაუპატიურება, იყო თუ არა დანაშუალი ჩადენილი და ა.შ. მოხდა თუ არა დანაშაულის ჩადენა მე გითხრათ?!”- თქვა მან.
36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც “პირველებმა” მოიპოვა.
