Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩორჩანას საქმე – კაკაბაძე და ნიკოლაიშვილი ამბობენ, რომ საქმეზე მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობენ

October 5, 2026
ჩორჩანას საქმე – კაკაბაძე და ნიკოლაიშვილი ამბობენ, რომ საქმეზე მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობენ

ჩორჩანას ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამ წუთებში „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ნანა კაკაბაძე იკითხება. სხდომის დაწყებამდე კაკაბაძემ „TV პირველს“ უთხრა, რომ საქმეზე მისთვის ცნობილი ინფორმაცია საჯაროდ გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა. მისი თქმით, კითხვები არსებობს იმაზე, გიორგი გახარიამ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო თუ ვინმეს დავალებით.

“ძირითადი ინფორმაციები, რამაც ჩვენში ეჭვი გააჩინა, ეს იყო საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციები, რომელიც თქვენც იცით და ჩვენც ვიცით, საინტერესოა, ეს მოხდა გახარიას გადაწყვეტილებით თუ ვინმეს დავალებით. ჩვენ, ფაქტობრივად, უომრად, ტყვიის გასროლის გარეშე დავკარგეთ ის ტერიტორია, რომელსაც ვაკონტროლებდით ამ საგუშაგოს გახსნამდე”- ამბობს ნანა კაკაბაძე.

დღევანდელ პროცესზე ჩვენებას მისცემს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობდა და გამოძიებას სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდა. მისი ვარაუდით, სასამართლოში მოწმედ დაბარებაც მის მიერ გამოძიებისთვის ადრე მიცემულ ჩვენებას უკავშირდება.

“სანამ პარტიად გადაკეთდებოდა “ნეიტრალური საქართველო”, ერთიანი განცხადება იყო მათ შორის ჩემი ხელმოწერით. იმ განცხადებაში ჩორჩანაზე არ ყოფილა საუბარი, ინფორმაციას ვფლობდით საჯაროს, რაც იყო გავრცელებული და ეს რა იყო ჩემთვის ცნობილი ეს ვუთხარი, იმ პოსტის გახსნამ რაც გამოიწვია. როგორც ჩანს, რადგანაც გამოკითხული ვიყავი და ამ გამოკითხვის პროცესში ეს იქნა ნახსენები, აქედან გამომდინარე მოხდა ჩემი, გამოკითხული მოწმის გადმოტანა აქ. ვინც უნდა გამომკითხოს მე, მათ ასე გადაწყვიტეს” – ამბობს ნიკოლაიშვილი.

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლოში ჩვენებას აძლევს
  • პატიმარ გიორგი დავითაძის დედა თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების სოლიდარობის ნიშნად პროკურატურასთან მივიდა
  • მურთაზ ზოდელავა საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge