Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამოვედი ქვაფენილზე, ბორდიურზე დავჯექი და ცრემლები ჩამომდიოდა“ – 10 წლის ასაკში ბაზარში მუშაობა და შვილის დიაგნოზი: თათია სულუაშვილი ცხოვრების მძიმე წლებზე

October 5, 2026
“გამოვედი ქვაფენილზე, ბორდიურზე დავჯექი და ცრემლები ჩამომდიოდა“ – 10 წლის ასაკში ბაზარში მუშაობა და შვილის დიაგნოზი: თათია სულუაშვილი ცხოვრების მძიმე წლებზე

თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილ­მა ცხოვ­რე­ბის ის მხა­რე­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რან­ზე იშ­ვი­ა­თად ხე­დავს. მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც წლე­ბია ადა­მი­ა­ნებს სი­ცი­ლი­თა და იუ­მო­რით ამ­ხი­ა­რუ­ლებს, ეკა ჩხე­ი­ძეს­თან სა­უბ­რი­სას ბავ­შვო­ბის რთულ წლებ­ზე, 10 წლი­დან მუ­შა­ო­ბა­ზე, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა­ზე, პრო­ფე­სი­ულ სურ­ვი­ლებ­სა და იმ მძი­მე პე­რი­ოდ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მისი მე­ო­რე შვი­ლის, და­თას, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის დი­აგ­ნოზს მოჰ­ყვა.

თა­თია ჰყვე­ბა, რო­გორ და­ი­წყო შვილ­თან ერ­თად ყო­ველ­დღი­უ­რი თე­რა­პი­ე­ბი და რო­გორ გაგ­რძელ­და ეს ბრძო­ლა ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში – სამ­სა­ხუ­რის, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი­სა და მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე. დღეს კი დათა სკო­ლა­ში და­დის, ფეხ­ბურთზე და­დის, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და თა­თი­ას თქმით, თე­რა­პია აღარ სჭირ­დე­ბა.
მსა­ხი­ო­ბი ასე­ვე იხ­სე­ნებს ბაზ­რო­ბა­ზე გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბას, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც მის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს და ერთ მო­ხუც ქალს, რომ­ლის სა­ხე­ლიც სა­კუ­თარ შვილს და­არ­ქვა

“სახ­ლში ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლი, მშვი­დი და წყნა­რი ვარ“
სახ­ლში ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლი, მშვი­დი და წყნა­რი ვარ. ხან­და­ხან ჩემი ქმა­რი მე­უბ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლშიც ასე­თი მხი­ა­რუ­ლი იყო კვი­რა­ში ერთი დღეო?! სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სულ ისეთ ვი­დე­ო­ებს ვდებ, რომ ადა­მი­ა­ნებს ვამ­ხი­ა­რუ­ლებ, სახ­ლში კი მინ­და, ჩემ­თვის, მშვი­დად სა­ვარ­ძელ­ში წა­მოვ­წვე, ხა­ლა­თი ჩა­ვიც­ვა და მყუდ­როდ და წყნა­რად ვიჯ­დე.

უკვე 20 წე­ლია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ და რა­ღაც გან­წყო­ბას ვუქ­მნი ადა­მი­ა­ნებს – თით­ქოს სულ პო­ზი­ტი­უ­რი და და­დე­ბი­თი უნდა იყო. ერთხელ ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი და სუფ­რა­ზე რომ დავ­ჯე­ქი, ისე­თი მზე­რა იყო მო­მარ­თუ­ლი ჩემ­კენ, ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ რა­ღაც უნდა და­მე­წყო და გა­მემ­ხი­ა­რუ­ლე­ბი­ნა. ხან­და­ხან ვიღ­ლე­ბით, მაგ­რამ ვინ გაც­დის?! სახ­ლშიც კი ითხო­ვენ ამას.

“10 წლი­დან და­ვი­წყე დე­დას­თან ერ­თად ფეხ­საც­მლის გა­ყიდ­ვა“
10 წლი­დან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. დე­დას ბაზ­რო­ბა­ზე ფეხ­საც­მლის დახ­ლი ჰქონ­და. ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ და იყო პე­რი­ო­დი, როცა დე­დას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. მარ­ტო ვე­ღარ უმკლავ­დე­ბო­და ოთხი შვი­ლის შე­ნახ­ვას. მე გა­მო­ვი­ჩი­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვა და 10 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე დე­დას­თან ერ­თად ფეხ­საც­მლის გა­ყიდ­ვა ბაზ­რო­ბა­ზე.

სკო­ლას რომ და­ვამ­თავ­რებ­დი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ჩავ­დი­ო­დი დე­დას­თან და­სახ­მა­რებ­ლად, მერე ამოვ­დი­ო­დი და ღამე სან­თლის შუქ­ზე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბი ასე არ მუ­შა­ობ­დნენ. პირ­ვე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ბაზ­რო­ბა­ზე იდგა და დე­დას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და. ახლა ჩემს შვილს რომ ვუ­თხრა, ბაზ­რო­ბა­ზე უნდა დად­გეო, შე­იძ­ლე­ბა დეპ­რე­სია აი­კი­დოს, მაგ­რამ მე ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ეს არ მთრგუ­ნავ­და.

ისე­თი პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ დახ­ლს ვერ ვწვდე­ბო­დი. ორი დიდი ბლო­კი მო­ვი­ტა­ნე, ერ­თმა­ნეთ­ზე და­ვა­წყობ­დი და იმა­ზე ვი­დე­ქი. ერ­თა­დერ­თი დის­კომ­ფორ­ტი ის მქონ­და, რომ წინ სა­ფუ­ლე მე­კე­თა. ერთხელ ჩემ­მა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩა­მო­ი­ა­რა, არ იცო­და, რომ ვმუ­შა­ობ­დი და მკი­თხა: “თა­თია, შენ აქ რა გინ­და?“ მე ვუ­თხა­რი, დე­დას ვეხ­მა­რე­ბი-თქო.

“ცოტა ბავ­შვო­ბას ჩა­მოვ­რჩი“
ამ წლებ­მა ის მო­მი­ტა­ნა, რომ ცოტა ბავ­შვო­ბას ჩა­მოვ­რჩი. ჩემი მე­გობ­რე­ბი ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ და მე­ძახ­დნენ, მე კი არ მე­ცა­ლა. ჩავ­დი­ო­დი ცოტა ხნით, მაგ­რამ ის კმა­ყო­ფი­ლე­ბა არ მქონ­და. ბავ­შვებ­თან თა­მა­შის დე­ფი­ცი­ტი მქონ­და. მერ­ჩივ­ნა, დე­დას დავ­ხმა­რე­ბო­დი. ალ­ბათ ეს სიყ­ვა­რუ­ლი იყო. მე­გო­ნა, რომ დიდი გოგო ვი­ყა­ვი და მე უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა ეს, მე უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი დე­დას. მა­მას მა­შინ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ისე ვერ ეხ­მა­რე­ბო­და დე­დას. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო და გა­ვა­კე­თე კი­დეც.

დე­დამ მას­წავ­ლა ფუ­ლის ყად­რი და შრო­მის ფასი. არა­სო­დეს მომ­სვლია ყვე­ლა­ფე­რი მზამ­ზა­რე­უ­ლად. დე­დას შე­ეძ­ლო ჩემ­თვის მეტი მო­ე­ცა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ვა­კე­თებ­დით. ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა, რომ მე მცოდ­ნო­და შრო­მის ფასი და მად­ლო­ბე­ლი ვარ ამის, რად­გან დღეს, როცა ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი მყავს, მეც ასე ვას­წავ­ლი ჩემს შვი­ლებს.

მე-11 კლას­ში სკო­ლა­ში კა­ვე­ენ­ში ვთა­მა­შობ­დი. მა­შინ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გვამ­ზა­დებ­და. იქ გა­ვი­ცა­ნი ვანო. მერე, როცა ვანო უკვე თსუ-ში იყო, მი­თხრა, ჩვენ­თან კა­ვე­ენ­ში ხომ არ მოხ­ვა­ლო. ვი­თა­მა­შე ვა­ნოს­თან ერ­თად. შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, შა­ბა­თის შო­უ­ში მსა­ხი­ო­ბად გვინ­და, რომ მოხ­ვი­დეო.

“ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მა­ინც წა­მო­ვე­დი“
ამ დროს უკვე თე­ატ­რა­ლურ­ში მქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. ეს ოც­ნე­ბა იმ­დე­ნად ჩემი იყო, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე ცოტა დავ­ფიქ­რდი. არ მინ­დო­და, რად­გან მე­ში­ნო­და, სწავ­ლა­ში ხელი შე­მეშ­ლე­ბო­და. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ დავ­თან­ხმდი და ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. შე­ვა­თავ­სე. ამას თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ჟი­სო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოჰ­ყვა. არ უნ­დო­დათ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მა­შინ თა­მი­ლა ლას­ხიშ­ვი­ლი მას­წავ­ლი­და მე­ტყვე­ლე­ბას და ძა­ლი­ან მთხო­ვა, არ წახ­ვი­დეო, თე­ატ­რში უნდა იყო და ეს ხელს შე­გიშ­ლი­სო. მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მა­ინც წა­მო­ვე­დი.

ოთხი წელი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ვამ­თავ­რე, სა­კურ­სო და სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლიც ვი­თა­მა­შე. ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლის დროს როლს არ მაძ­ლევ­დნენ, რა­ღაც­ნა­ი­რი დას­ჯა იყო. ბო­ლოს გა­და­წყდა, რომ მა­ინც მო­ე­ცათ როლი და საკ­მა­ოდ კარ­გად გა­ვარ­თვი თავი. უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი ავი­ღე. ტე­ლე­ვი­ზი­ას მა­ინც არ და­ვა­ნე­ბე თავი და მი­ხა­რია, რომ არ და­ვა­ნე­ბე, იმი­ტომ რომ სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლის დროს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სხვენ­ში ვთა­მა­შობ­დით სამი თვე და სამ თვე­ში 77 ლარი ავი­ღე. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სია გვაქვს.

“იუ­მო­რი რომ არა და ჩემი სამ­სა­ხუ­რი რომ არა…“
პი­რად სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში იუ­მო­რი ძა­ლი­ან ბევ­რჯერ დამ­ხმა­რე­ბია. ალ­ბათ იუ­მო­რი რომ არა და ჩემი სამ­სა­ხუ­რი რომ არა, დღეს არ ვიცი, ოთახ­ში ვიჯ­დე­ბო­დი ჩაბ­ნე­ლე­ბულ ფარ­დებ­ში და ვერც გა­მო­ვი­დო­დი გა­რეთ. ბევ­რი რთუ­ლი წელი გა­მო­ვი­ა­რე და ეს იყო ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, როცა სა­კუ­თარ თავს გა­ვუმკლავ­დი. მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვარ.

იყო პე­რი­ო­დი, როცა ექიმ­თან და­რეკ­ვაც კი არ შე­მეძ­ლო ჩემი ქმრის გა­რე­შე. ბავ­შვს ვერ მი­ვიყ­ვან­დი პე­დი­ატრთან, ვთხოვ­დი ჩემს ქმარს, შენ და­უ­რე­კეო. ასე­თი თა­თია არ­სე­ბობ­და და დღეს იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ვარ. ჩემი შვი­ლის ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ეს. ბევ­რი წლის წინ, რო­დე­საც ჩემი მე­ო­რე შვი­ლი დათა წლი­ნა­ხევ­რის იყო, და­ეს­ვა აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის დი­აგ­ნო­ზი.

ეს ისე­თი რთუ­ლი იყო – ამ დი­აგ­ნო­ზის მოს­მე­ნა, როცა ინ­ფორ­მა­ცია არ გაქვს და არ იცი, რა არის აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი და რო­გორ გა­უმკლავ­დე. ამ დროს მსა­ხი­ო­ბი ხარ და ეს და­მეხ­მა­რა. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ის, რომ ეკ­რან­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი გე­ლო­დე­ბი­ან, ეკ­რანს მიღ­მა უნდა გა­ა­ცი­ნო და არ გაქვს უფ­ლე­ბა, მო­ი­წყი­ნო, თან ამ დროს ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მა გაქვს, როცა შენს შვილს ეხე­ბა. მა­ნამ­დე სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა რა იყო. არ არ­სე­ბობ­და პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მე მო­მე­რე­ო­და, მაგ­რამ შვი­ლის ფაქ­ტო­რი სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, როცა არ იცი, რა გა­ა­კე­თო.

“უცებ და­ე­წყო რეგ­რე­სი“
დათა იყო ერთი წლის და ცხრა თვის. რა­ღაც არ მომ­წონ­და, რა­ღაც ვერ იყო ბავ­შვი კარ­გად. ალ­ბათ ვფიქ­რობ­დი, კბი­ლე­ბი ამოს­დის, ალ­ბათ ეს ტი­რი­ლი იცის. წლის და ხუთი თვის ასაკ­ში რა­ღაც სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც იცო­და – დედა, მამა, ბაბუ, პაპა – უცებ და­ე­წყო რეგ­რე­სი. რაც იცო­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა. და­ძა­ხე­ბა­ზე რე­აქ­ცია აღარ ჰქონ­და, მზე­რა აღარ ჰქონ­და, ში­შის ფაქ­ტო­რი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და. ფუნ­ქცი­უ­რი ნივ­თის თვი­სე­ბას, აღ­ქმას ვერ ახერ­ხებ­და – “მო­მი­ტა­ნე“, “წა­ი­ღე“ და ასე შემ­დეგ. ჩემ­ზე რე­აქ­ცია აღარ ჰქონ­და. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ვერ იყო კარ­გად.

მი­ვიყ­ვა­ნეთ ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან. გვი­თხრა, რომ არა­ფე­რი არ იყო. შემ­დეგ ფსი­ქი­ატრთან მი­ვიყ­ვა­ნეთ. საკ­მა­ოდ პა­ტა­რა იყო და მი­თხრა, ამ ასაკ­ში დი­აგ­ნო­ზი არ ის­მე­ბაო, თუ ეჭვი გვაქვს, დი­აგ­ნო­ზი სამი წლი­დან ის­მე­ბაო. მაგ­რამ ვუ­თხა­რი, თუ რა­ღაც მარ­ცვლი­სო­დე­ნა მა­ინც ეჭვი გე­პა­რე­ბათ, მირ­ჩევ­ნია მი­თხრათ და არ და­ვე­ლო­დო სამ წელს. ფსი­ქი­ატრმა კომ­პი­უ­ტე­რი შე­მო­მიტ­რი­ა­ლა და მი­თხრა, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის ნიშ­ნე­ბი არი­სო. გა­ვუ­კე­თეთ ADOS-იც და და­დას­ტურ­და. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ALDE-ს ჩვენს მიმართ უამრავი ცოდვა აქვს”- რას ამბობს გია ვოლსკი
  • რამდენიმე პატიმარს რუსთავის მე – 6 ციხეში, გიორგი დავითაძის სოლიდარობოს გამო ხელკეტებით სცემეს
  • დიმიტრი მედვედევი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge