საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა. 3 დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან10 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო დიზელის 5 თეთრამდე.
აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი.
