Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ჩადენილ დანაშაულს- ლევან ვეფხვაძე შარტავას ქუჩაზე მომხდარ, დავით წოწკოლაურის მკვლელობის საქმეზე

October 5, 2026
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ჩადენილ დანაშაულს- ლევან ვეფხვაძე შარტავას ქუჩაზე მომხდარ, დავით წოწკოლაურის მკვლელობის საქმეზე

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ჩადენილ დანაშაულს და გვაქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი – ასევე დადგენილია მოტივიც, რომელიც, როგორც თვითონ ბრალდებული აცხადებს, იყო მისი მამოძრავებელი, თუმცა გამოძიების მიერ ასევე გამოკვეთილია სხვა მოტივიც, – ამის შესახებ შარტავას ქუჩაზე მომხდარ, დავით წოწკოლაურის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის, ლუკა პაპკიაურისა და რომან კალერჯიანის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილია ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ინფორმაცია, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

„საქმეში წარმოდგენილია ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ინფორმაცია, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული ჰყვება თავის აღიარებით ჩვენებას, ხოლო რაც შეეხება პროცესსა და გამოკითხვას, დუმილის უფლებას იყენებენ.

ჯგუფურად განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. მიყენებული ჭრილობების ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, სახის არეშიც საკმაოდ დიდი ჭრილობა აქვს მიყენებული გარდაცვლილს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. გარდა ამისა, გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ორივე ბრალდებულს ჰქონდა დანა. შესაბამისად, ორივემ განახორციელა სიცოცხლისათვის შეუსაბამო ჭრილობების მიყენება.

იმას, რომ ისინი მეგობრები იყვნენ, გიდასტურებთ, ხოლო დანარჩენზე უკვე სასამართლო პროცესზე ვისაუბრებთ“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დავით წოწკოლაურზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, წოწკოლაურო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და “მ”ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალიამ არ იცის რა მიზეზით გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებული გიორგი დავითაძე
  • “პენიტენციურ დაწესებულებებში ყველაფერი იდეალური ვერ იქნება” – რას ამბობს პაატა სალია
  • ჩორჩანას საქმე – კაკაბაძე და ნიკოლაიშვილი ამბობენ, რომ საქმეზე მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge