პატიმარმა გიორგი დავითაძემ, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პროტესტის ნიშნად რკინის საგანი გადაყლაპა. ამის შესახებ ოჯახმა ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის განცხადებიდან წუხელ შეიტყო.
“მივმართავ საზოგადოებას! გთხოვთ!!! გაბრაზებული და გამწარებული დედა!!! ვისაც კი შეგეხოთ და შეგძრათ ციხეში მომხდარმა წამებისა და არა ადამიანურმა მოპყრობამ… ხვალ 6 ოქტომბერს 12 საათზე სანდრო ეულის N3 გელოდებით!!! გავაპროტესტოთ და მოვითხოვოთ გადადგნენ ჯალათები და მათი გამზრდელი მამები ანუ დირექტორ მინისტრები))) თქვენი, მონა მორჩილი გამწარებული დედა, ირმა დავითაძე“ – წერს პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე სოციალურ ქსელში.
