მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 166 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0,65%-ით არის მომატებული.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 133.36 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.89 დოლარით ანუ 0.66%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 61,33 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0,77%-ით მომატებულია.
რაც შეეხება საქართველოს, 5 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი მომატებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დაახლოებით, 361 ლარია (2 ოქტომბერს – 357 ლარი იყო), 750 სინჯის – 270 ლარი (2 ოქტომბერს – 268 ლარი იყო), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 211 ლარი ღირს (2 ოქტომბერს – 209 ლარი იყო ).
რაც შეეხება ვერცხლს, 5 ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 5.11 ლარი (2 ოქტომბერს – 5.10 ლარი იყო) ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 4.47 ლარია (2 ოქტომბერს – 4.46 ლარი იყო).
