როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი გზავნილი და კომენტარი მივიღე სოციალურ ქსელში მსჯავრდებულ გ.დ.-სთან დაკავშირებით, როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ, – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
ანანიძის თქმით, როდესაც მსჯავრდებული გადაჰყავთ დეესკალაციის საკანში, გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს. ის ასევე აღნიშნავს რომ კადრების დათვალიერებასთან დაკავშირებით იზიარებს სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.
„როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი სმს და კომენტარი მივიღე სოც. ქსელში მსჯავრდებულ გ.დ.-სთან დაკავშირებით, მოკლედ მოგახსენებთ:
პირველი: როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ.
მეორე: როცა მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში გადაჰყავთ, წინააღმდეგობის რისკის ალბათობის გამო, გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს.
მესამე: კადრების დათვალიერების ნაწილში ვიზიარებ სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.
როგორც ადგილობრივს, ვიცნობ კონკრეტული პატიმრის ოჯახს და პატივს ვცემ.
პატიმრებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას“, – წერს ცოტნე ანანიძე
