Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება” – რას წერს მაია ბუწაშვილი

October 5, 2026
“რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება” – რას წერს მაია ბუწაშვილი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში შავი ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, რუ­სეთ­ში “წარ­მა­ტე­ბით” გრძელ­დე­ბა სა­ბბ­ჭო­თა პრაქ­ტი­კა, რაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ საფრ­თხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სრულ­ყო­ფი­ლად არ აწ­ვდი­ან.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ირ­კუტსკში შავი ჭი­რის ფილ­ტვის ფორ­მით გარ­და­იც­ვა­ლა შავი ჭი­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მას და­უ­ზი­ან­და ბაქ­ტე­რი­ის შემ­ცვე­ლი სინ­ჯა­რა, რის შე­დე­გა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იზო­ლა­ცი­ა­შია 200-მდე ადა­მი­ა­ნი. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ ბევრ დე­ტალს ალ­ბათ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვერც გა­ვი­გებთ, რად­გან რუ­სეთ­ში ეპი­და­ფეთ­ქე­ბე­ბის დროს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს არ იცა­ვენ და მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია სა­გულ­და­გუ­ლოდ იმა­ლე­ბა ხოლ­მე. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მახ­სენ­და სვერდლოვ­სკის ჯილე­ხის ის­ტო­რია (1979 წლის). მე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­ვი­ზარ­დე, ეს ამ­ბა­ვი გა­გო­ნი­ლიც არ მქონ­და და პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში სწავ­ლის დროს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის კურ­სზე, სა­დაც რო­გორც სას­წავ­ლო შემ­თხვე­ვა, ისე გა­მო­ი­ტა­ნეს.

რო­დე­საც შე­მე­ტყო, რომ პირ­ვე­ლად მეს­მო­და ეს ის­ტო­რია, ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, რად­გან სწო­რედ ამ ქვეყ­ნი­დან ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ რომ აღვწე­რო ეს ფაქ­ტი: სამ­ხედ­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან, სა­დაც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი მზად­დე­ბო­და, შეც­დო­მით გავ­რცელ­და ინ­ჰა­ლა­ცი­უ­რი ჯილე­ხის სპო­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც დიდი მსხვერ­პლი იყო, თუმ­ცა ეს ფაქ­ტი და­მა­ლეს და ით­ქვა, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­ვად­და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხორ­ცით. მხო­ლოდ 1994 წელს ჟურ­ნალ­მა Science გა­მო­აქ­ვეყ­ნა ამ ეპი­და­ფეთ­ქე­ბის რე­ა­ლუ­რი ვერ­სია, რომ ეს იყო ჰა­ე­რით გა­დამ­დე­ბი ჯილე­ხი, რო­მე­ლიც ბი­ო­ტე­რო­რიზ­მის ია­რა­ღია და არა ბუ­ნებ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ასე და­მა­ლეს ჩერ­ნო­ბი­ლიც.

ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში რომ არ შე­ე­ნიშ­ნათ რა­დი­ა­ცი­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბა, რამ­დენ­ხანს და­მა­ლავ­და ამ ფაქტს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, ვინ იცის. ეს ტენ­დენ­ცია ახ­ლაც “წარ­მა­ტე­ბით“ გრძელ­დე­ბა რუ­სეთ­ში (სამ­წუ­ხა­როდ, არც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა “ბრწყი­ნავს“ ეპიდკვლე­ვის წე­სე­ბის და შე­დე­გე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კუ­თხით, რისი მა­გა­ლი­თიც ახ­ლა­ხანს ვი­ხი­ლეთ).” – წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

ის ასე­ვე ასა­ხე­ლებს შავი ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბის გზებ­სა და იმ ძი­რი­თად სიმპტო­მებს, რაც და­ა­ვა­დე­ბას ახ­ლავს.

“რაც შე­ე­ხე­ბა შავ ჭირს, არ­სე­ბობს მისი ბუ­ნებ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც მღრღნე­ლებს და რწყი­ლებს გა­და­აქვთ, და ბი­ო­ტე­რო­რიზ­მის მიზ­ნით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა ჰა­ე­რით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ის შე­სუნ­თქვით. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ებ­და ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღს და ერთ-ერთი ლი­დე­რი იყო მსოფ­ლი­ო­ში. ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ცხა­დია, რუ­სეთს გა­და­ე­ცა.ბუ­ნებ­რი­ვი გზით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შავი ჭირი ძი­რი­თა­დად იწყე­ბა კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბით, ე.წ. შავი ჭი­რის ბუ­ბო­ნით (მტკივ­ნე­უ­ლი, გა­დი­დე­ბუ­ლი ლიმ­ფუ­რი კვან­ძი) და შემ­დეგ ხდე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა შავი ჭი­რის, რო­გორც ბი­ო­ტე­რო­რიზ­მის აგენ­ტის კლი­ნი­კურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რად­გან ის შე­სუნ­თქვით ვრცელ­დე­ბა, პირ­და­პირ პნევ­მო­ნი­ას იწ­ვევს, კა­ნის ფორ­მის გა­რე­შე. პნევ­მო­ნი­უ­რი შავი ჭირი საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე.რო­გორც და­სა­წყის­ში ვახ­სე­ნე, ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში შავ ჭირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მას­შტა­ბი არ ვი­ცით. იმე­დია, ეპი­დე­მი­ის სა­ხეს არ მი­ი­ღებს. თუმ­ცა სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა.” – წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თამუნამ ჩაუსწრო 11 წლის უნახავ შვილს, დედას ჩაეხუტა და ანგელოზებთან გადაინაცვლა” – ქუთაისელი მუსიკოსი, გიორგი დალაქიშვილი გარდაიცვალა
  • “წინა ხელისუფლებას რა ცოდვებიც ჰქონდა, ახლა ცდილობენ, იმაში სხვაც გასვარონ”- რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი დავითაძეზე
  • თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელიც ელენა წერეთლის და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის რუსეთში დააკავეს, ბრალი წაუყენეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge