Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დღეს საქართველო ჩრდ. ირლანდიას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება: რა თქვა რამაზ სვანაძემ მატჩის წინ? – “ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან”

October 5, 2026
დღეს საქართველო ჩრდ. ირლანდიას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება: რა თქვა რამაზ სვანაძემ მატჩის წინ? – “ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან”

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ერთა ლი­გის მე­ო­თხე ტუ­რის შეხ­ვედ­რას ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ბელ­ფას­ტში დღეს, 5 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თავს.

4 ოქ­ტომ­ბერს, რა­მაზ სვა­ნა­ძის გუნ­დმა მატ­ჩის მას­პინ­ძელ უინდსორ პარკ სთე­ი­დი­უმ­ზე ივარ­ჯი­შა. საწ­ვრთნე­ლი პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ­თან ერ­თად მე­დი­ის კი­თხვებს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მცველ­მა, ლაშა დვალ­მა უპა­სუ­ხა.

“გან­წყო­ბა ნორ­მა­ლუ­რია. რა თქმა უნდა, იდე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ ვართ, თუმ­ცა ასე­თი მო­მენ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, გუნ­დის თუ ნაკ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და პე­რი­ო­დე­ბი არას­დროს არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. უკვე მე­ო­თხე თა­მა­შია და დაღ­ლი­ლო­ბის ფონი, რა თქმა უნდა, იგ­რძნო­ბა, თუმ­ცა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მხო­ლოდ ჩვენ არ ვართ. წინ კი­დევ ერთი დღე გვაქვს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, ეს დრო გა­მო­ვი­ყე­ნოთ. დღე­ვან­დე­ლი ღა­მი­სა და ხვა­ლინ­დე­ლი დღის შემ­დეგ შე­ვა­ფა­სებთ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე უშუ­ა­ლოდ თა­მა­შის წინ მი­ვი­ღებთ.

დღე­ვან­დელ ნაკ­რებ­ში ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ის ბი­ჭე­ბია, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნეს, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ფეხ­ბურთში ოდეს­მე ჰქო­ნია. ასე­ვე გვყავს ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ახალ­გაზ­რდულ დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს. მე არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წარ­სუ­ლით ცხოვ­რობს, თუმ­ცა, რო­დე­საც რთულ პე­რი­ოდ­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს სწო­რედ ის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ სირ­თუ­ლი­დან აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლენ. ერ­თად უნდა გა­მო­ვი­დეთ ამ რთუ­ლი პე­რი­ო­დი­დან და ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა მა­ყუ­რებ­ლის მხარ­და­ჭე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ას, ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გუნ­დია, რო­მე­ლიც გუნ­დურ პრინ­ცი­პებს მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს. ამას­თან ერ­თად, ისი­ნი მა­ღა­ლი დო­ნის დის­ციპ­ლი­ნი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ჩვენს ქვეჯ­გუფ­ში ამ მხრივ ნამ­დვი­ლად ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი გუნ­დია. ვე­ლო­დე­ბით რთულ თა­მაშს. ასეთ გუნ­დებ­თან შეხ­ვედ­რა არას­დროს არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა ყვე­ლა გუნდს, მათ შო­რის ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­საც, აქვს თა­ვი­სი მი­ნუ­სე­ბი და ვეც­დე­ბით, ისი­ნი ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ.პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მჯე­რა, რომ თუ ხვალ სა­კუ­თარ თავს ძა­ლი­ან კარ­გად წარ­მო­ვა­ჩენთ, მეტი შან­სი გვექ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ნი გა­ხა­რე­ბუ­ლი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დეთ სახ­ლში.“

ლაშა დვა­ლი (ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი):

“თერ­თმეტ დღე­ში ოთხი თა­მა­ში, გა­სა­გე­ბია, რომ ად­ვი­ლი არ არის, თუმ­ცა თავს ფი­ზი­კუ­რად კარ­გად ვგრძნობთ. ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო შტა­ბი გვეხ­მა­რე­ბა, რომ თავი კარ­გად ვიგ­რძნოთ და ვფიქ­რობ, რომ ფი­ზი­კუ­რად ნამ­დვი­ლად მზად ვართ ხვა­ლინ­დე­ლი თა­მა­შის­თვის.

რთუ­ლი პე­რი­ო­დი ყვე­ლა გუნდს უდ­გას. ახლა ჩვენ გვაქვს ასე­თი პე­რი­ო­დი, თუმ­ცა ამას ერ­თობ­ლი­ო­ბით, პო­ზი­ტი­ვი­თა და მო­ე­დან­ზე ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით ვუმკლავ­დე­ბით. უნდა გა­ვი­დეთ მო­ე­დან­ზე და ვაჩ­ვე­ნოთ ის, რა­საც მწვრთნე­ლი დაგ­ვა­ვა­ლებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვას­რუ­ლოთ და­ვა­ლე­ბე­ბი, რად­გან მხო­ლოდ ასე შევ­ძლებთ ამ ვი­თა­რე­ბის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბას.“

ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია – სა­ქარ­თვე­ლოს შეხ­ვედ­რა 5 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით 22:45 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. მატ­ჩის პირ­და­პირ რე­პორ­ტაჟს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გამოვედი ქვაფენილზე, ბორდიურზე დავჯექი და ცრემლები ჩამომდიოდა“ – 10 წლის ასაკში ბაზარში მუშაობა და შვილის დიაგნოზი: თათია სულუაშვილი ცხოვრების მძიმე წლებზე
  • 4 ოქტომბერი იყო ევროკავშირის ბიუროკრატების მიერ დაგეგმილი და ადგილობრივი აგენტურის მიერ შესრულებული პროვოკაცია, რაც არ განხორციელდა, ახლა უნდათ ჩაფარცხონ ვითომ არაფერი- ირაკლი ქადაგიშვილი
  • რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე პოსტზე რჩება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge