პატიმარმა, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პროტესტის ნიშნად რკინის საგანი გადაყლაპა. ამის შესახებ ოჯახმა ინფორმაცია პენიტენციური სამსახურის განცხადებიდან წუხელ შეიტყო.
“წამება, გაუპატიურება, დამამცირებელი მოპყრობა, არამაც ეს ადამიანი აიძულა გადაეყლაპა ტელევიზორის ნაწილები და თუ ამ ახალგაზრდას რამე მოუვა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოს. კარგად გაიაზროს სახელმწიფომ და პენიტენციურმა დაწესებულებამ, ასევე მოსამართლეებმა, რა დონეზეა პატიმარი მისული, რომ ტელევიზორის ნაწილებს ყლაპავს ხალხო. ესეთი რამე არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. პირველი პრეცედენტია და ამაზე მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო კი არა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა ჩასართველი იმიტომ, რომ ამას უკვე ციხეებში მასიური ხასიათი აქვს და თუ ვინმე იტყვის რომ არ აქვს, დამიჯდეს ნებისმიერი პროკურორი, გამომძიებელი და მე დავუმტკიცებ სუყველას, რომ ეს ხდება ძალიან ხშირად, მათ შორის, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც…” – ამბობს პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ადვოკატი დავით გამყრელიძე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.
