“TV პირველის” ინფორმაციით, 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა დააკავეს.
როგორც “TV პირველისთის” გახდა ცნობილი, ძაძუა დროებითი ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია და ინციდენტის დღეს სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ინგირში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანატოლს 24 წლის მათე ბერიშვილს გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ელგუჯა ძაძუა, მამაკაცის დაჭრის შემდგომ ადგილიდან მიიმალა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მას ამ დროის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა.
ბრალდებულის დაკავების შესახებ შსს-ს ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპისთვის არ დაუდასტურებია.
