Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

October 5, 2026
იუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

იუსტიციის მინისტრი გიორგი დავითაძის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს – პაატა სალიამ თქვა, რომ ის მსჯავრდებულის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას პირადად იღებს.

მინისტრი არ პასუხობს კითხვას რატომ რჩება მსჯავრდებული იმ დაწესებულებაში, სადაც ამ დრომდე მუშაობენ ციხის ის თანამშრომლები, რომელსაც პატიმარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

პაატა სალიამ დააანონსა, რომ დღეს სამინისტროში ამ თემაზე ბრიფინგი ჩატარდება, სადაც საქმის ირგვლივ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

“ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, ყველას დაგიძახებთ და გექნებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმის საშუალება. ყველა პატიმრის სიციცხლე და უსაფრთხოება დაცულია. ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იცით გუშინდელი გარემოების შესახებ. თავად გადაწყვიტა [კლინიკაში] გადაყვანაზე უარი”- თქვა სალიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

უწყების მტკიცებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

თავად დავითაძე ამბობს, რომ ის N6 პენიტენციური დაწესებულებაში ბადრაგმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურა.

თავის მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს-მ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  • უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება 2027 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა
  • “2025 წლის 4 ოქტომბრის აქციამ ოპოზიციის სრული კრახი გამოიწვია, ბოლო წლებში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა”- რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge