გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ მსჯავრდებულმაუცხო უცხო საგანი “პროტესტის ნიშნად” გაფაყლაპა.
როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ “ფეისბუქ-ლაივში” განაცხადა, მისმა შვილმა სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო.
“სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი. ბრძოლას არ შევწყვეტ!”, – განაცხადა ირმა დავითაძემ N6 პენიტენციური დაწესებულებასთან.
ოჯახი სახალხო დამცველს რეგირებისკენ მოუწოდებს.
გვიან ღამით ომბუდსმენის წარმომადგენელმა ციხეში გიორგი დავითაძის მონახულება შეძლო.
როგორც დედა ამბობს, გიორგი დავითაძემ რკინის საგანი გადაყლაპა პროტესტის ნიშნად. ის კლინიკაში გადასვლაზე უარს აცხადებს მანამ, სანამ პატიმრებს დეესკალაციის საკნიდან არ გამოიყვანენ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. და „ვივამედში“, გადაყვანაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, მსჯავრდებული გიორგი დავითაძე ამტკიცებს, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებმა გააუპატიურეს.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა.
