ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6050 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.6010 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9350 ლარად, გაყიდვა კი 2.9250 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6050 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6020 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9090 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9040 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.6050 ლარად, გაყიდვა კი – 2.6000 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9500 ლარად, გაყიდვას კი – 2.9300 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.5970 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.5590 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9400 ლარად, გაყიდვა კი 2.8293 ლარად შეუძლიათ.
