Saturday, October 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს – კობახიძე

October 3, 2026
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს – კობახიძე

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

“დაახლოებით 8%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი იყო შარშან. 8%-იანი ინფლაცია არის საკმაოდ დიდი, მიუხედავად იმისა, რომ შარშანაც ხელფასის საშუალო მატებამ გადაასწრო ფასების მატებას, ამის მიუხედავად ადამიანებისთვის ტვირთად იქცა დამატებით საშუალო 8%, რომელსაც ისინი იხდიდნენ გასული წლის განმავლობაში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში. საბოლოო ჯამში, იმ პროცესმა, რომელიც დავიწყეთ, ეს პროცესიც თავის ტკივილი იყო, როდესაც ფასებს ეხები, ურთულეს პრობლემას ეჯახები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ზოგადად, ეკონომიკურად ასეა, რომ ფასები ყოველ წელს იზრდება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფასები მცირდება. შეიძლება იყოს 1 წელი, მაქსიმუმ 2 წელი დეფლაცია, სხვა შემთხვევაში უკლებლივ ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ფასები იზრდება და ეკონომიკურად მიიჩნევა, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი ფასების ზრდის არის 3%, თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, ეს 3%-იც მტკივნეულია. ამიტომ, ხელისუფლება ეჯახება ისეთ პრობლემას, რომელიც პრინციპულ გადაწყვეტას არ ექვემდებარება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად, საშუალოდ 2-3%-ით მაინც მინიმუმ არ იზრდება, პირიქით, 2-დან 3%-მდე ზრდა კონკრეტულად, მათ შორის სურსათზე და უალკოჰოლო პროდუქტებზე ითვლება, რომ არის ყველაზე ჯანსაღი ზრდა. 2%-ზე ნაკლები არაჯანსაღიც არის, არასასურველია. წარმოიდგინეთ, ასეთი პარადოქსული მოვლენაა, რომ წესით 2-3%-ით ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს სურსათზე ფასები, რაც მტკივნეულია საზოგადოებისთვის და შენ გამოდიხარ ამ დროს ინიციატივით, რომ მაქსიმალური საპირისპირო ზემოქმედება განახორციელო ფასებზე“ – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში საქართველოდან ექსტრადირებულმა პატიმარმა 1 ბადრაგი მოკლა, 3 კი დაჭრა – თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს
  • ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს – კობახიძე
  • დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი – ირაკლი კობახიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge