Saturday, October 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი, 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა…” – თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

October 3, 2026
იზოლატორში თამაზ ელიზბარაშვილი შეუძლოდ გახდა

თამაზ ელიზბარაშვილი ამ დრომდე ითხოვს სატელეფონო საუბარის უფლებას ლოგინად ავარდნილ დედასთან – გლდანის ციხიდან გავრცელებულ წერილში ცხოველთა უფლებადამცველი წერს, რომ მასზე მიზანმიმართული შურისძიებაა დაწყებული.

ბიზნესმენი, რომელიც ციხეში ოცნების მხარდამჭერებზე თავდასხმის ბრალდებით გაუშვეს, ამბობს, რომ ოჯახთან კონტაქტი აბსურდული მიზეზით აქვს შეწყვეტილი – შეზღუდვების საფუძვლად კი მას მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის საფრთხეს უსახელებენ. ელიზბარაშვილი წერს, რომ 28 სექტმებერს მან ციხეში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილი დაიწყო, მაგრამ მისი მოთხოვნები მაინც არ არის შესრულებული.

“იძულებულს მხდიან სამშაბათს, 6 ოქტომბერს, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება”

პენიტენციური კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბრალდებულს ციხეში ყოფნისას უფლება აქვს დედასთან სატელეფონო საუბრის. ამ მუხლის თანახმად ხსენებული უფლება ბრალდებულს, ანუ მე, შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. დიახ, მე თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებელმა 15 სექტემბრის დადგენილებით ამიკრძალეს 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი. დადგენილებაში, დედასთან სატელეფონო საუბრის აკრძალვის მიზანი სიტყვა-სიტყვით ჩაწერეს:

“სატელეფონო ზარის შეზღუდვის საფუძველი: მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის საფრთხე”.

სინამდვილეში კი, დასანქიცრებული TV-იმედის შვიდი, პატარა, მშიშარა კაცუნის პატრონებმა ვერ აიტანეს ჩემი მხრიდან უკრაინის გმირი ხალხის აქტიური მხარდაჭერა და ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლების ყოველდღიური გინება ჩემი ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან. შემიკერეს ცრუ ბრალი და გამომკეტეს გლდანის ციხეში. ნახეს, რომ ამით ვერ შემაშინეს და მოიფიქრეს საშინელი ვერაგობა, ამიკრძალეს ლოგინად ჩავარდნილი, 84 წლის ავადმყოფ დედასთან დარეკვა.

ადვოკატმა მითხრა, დედას მიუწერია პროკურორისთვის, ჩემი შვილის ხმა გამაგონეთ ისე ნუ მომკლავთო.

32 დღეა, დედას ჩემი ხმა არ გაუგონია. პატიმრობის პირველივე დღიდან ვითხოვ ავადმყოფ დედასთან დარეკვას. 28 სექტემბრიდან შიმშილი დავიწყე ამ მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. ამ პატარა , ბოროტ კაცუნებს ჩემი ავადმყოფი დედის წამება სიამოვნებთ, წამებით მიკლავენ დედას.

სხვა გზას აღარ მიტოვებენ, იძულებულს მხდიან სამშაბათს, 6 ოქტომბერს, ჩემი სისხლით შევაჩერო ამ პატარა, მშიშარა კაცუნების ბოროტება.

02.10.2026

გლდანის ციხე.

სამარტოვე საკანი N53

თამაზ ელიზბარაშვილი” – წერია ელიზბარაშვილის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “მოვუწოდებ სხვა პატიმრებსაც ამოიღონ ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის, იცოდეთ, რომ სიჩუმე კლავს” – მიხეილ სააკაშვილი
  • ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 40.49% შეადგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge