„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ერთ-ერთ გვირაბთან, გზაზე ქვები ჩამოიშალა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდა.
უსაფრთხოების მიზნით, ავტომობილებს გზის გადაკეტილი მონაკვეთის გვერდის ავლა ძველი გზით უწევთ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. გზის პირას სატვირთო ავტომობილიც არის გაჩერებული.
შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
