Saturday, October 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პატიმრის გადაყვანა…” – რას აცხადებს ადვოკატი გიორგი დავითაძის მდგომარეობაზე

October 3, 2026
“მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პატიმრის გადაყვანა…” – რას აცხადებს ადვოკატი გიორგი დავითაძის მდგომარეობაზე

ადვოკატი მარიკა არევაძე პატიმარ გიორგი დავითაძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს – უფლებადამცველი ამბობს, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარი, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და დაუშვებელია მისი საკანში ყოფნა.

არევაძე ასევე პატიმრის გავრცელებულ განცხადებაზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას და ყველა პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

“გუშინდელი დღიდან ვსწავლობთ პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, ამ წუთისათვის ხელმისაწვდომ ყველა მასალაზე დაყრდნობით. პატიმრის განცხადების გარდა, ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა თავად პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო-მასალა და ოჯახის წევრების განცხადებები.

მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურის განცხადებით, ამ მასალით თითქოსდა დასტურდება, რომ ადგილი არ ჰქონია პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას, სინამდვილეში ეს მასალა ამყარებს პატიმრის მიე გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას. მნიშვნელოვანია, რომ პატიმრის ოჯახის განმარტებით, ეს ვიდეო-მასალა არის არასრული. ასევე დღემდე ოჯახსითვის უცნობია, რატომ მოხდა პატიმრის გადაყვანა ერთი პენიტენციურიდან მეორეში. ასევე მნიშვნელოვანია, რატომ გაიგო ოჯახმა დაგვიანებით, რომ პატიმარს ჰქონდა სუიციდის მცდელობა და დაზიანებით ის გადაყვანილი იყო “ვივა მედში”.

მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პატიმრის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა არის დაუშვებელი. ასევე უნდა ჩატარდეს სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ სრული სიმკაცრით. მანამდე კი უნდა შეუჩერდეთ მათ უფლებამოსილება. ჩვენ აღნიშნული საქმის გამოკვლევას ვაგრძელებთ, ოჯახთან კომუნიკაციას და საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში, მანამდე კი მოგიწოდებთ, რომ ოჯახის დრეს დაანონსებულ აქციას მეექვსე პენიტენციურთან შეუერთდეთ”, – განაცხადა მარიკა არევაძემ.

რა მოხდა რუსთავის ციხეში – პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს – შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა.

მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს – ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ახლა რაც შეეხება ჩემს წარსულს, არავის არაფერი აქვს სათქმელი…” – სოფო ბიბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
  • სპეცოპერაცია საქართველოში – დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი
  • “არა პატიმრების წამებას!” “მხარდაჭერა გიორგი დავითაძეს” – რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge