12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მოგესალმებით და მადლობას გიხდით თანადგომისთვის.
ახლა, რაც შეეხება ჩემს წარსულს – არავის არაფერი აქვს სათქმელი. არც ფულის, არც სახლის და არც ნაკვეთების გიჟი არ ვყოფილვარ. ბოლო ლუკმა გამიცია და ადამიანებს დავხმარებივარ. რაც ვიშოვე, ისიც იქ დამრჩა და მის ჩამოსატანადაც არ წავსულვარ, რადგან გური დავკარგე.
მე მისთვის მინდოდა ყველაფერი და დღემდე ვეძებ. ის მაშავებს, ვისაც ფულზე, სახლსა და ნაკვეთებზე აბოდებს. ჩემი განადგურება მას უნდა, ვისაც არ სურს, რომ გური ვიპოვო და საზოგადოებამ გაიგოს, სად და რა ვითარებაში დაიკარგა.
მე მჯერა, რომ გურიმდე მივალ. ვიბრძოლებ ბოლო სუნთქვამდე!
გური, ჩემო მონატრებავ, შენამდე მოვალ, დე, და ამას გპირდები!“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
