“პენიტენციურის მიერ გავრცლებულ კადრებში, სადაც არ ისმის ხმა, გიორგის უთხრეს: გარედან მოგიკითხესო” – ამბობს პატიმარ გიორგი დავითაძის ცოლი თამარ რამიშვილი.
“გარედან ვინც მოიკიტხა, ეს პიროვნება არის შალვა ფერაძე, რომლის გამოც ჩემი მეუღლე ციხეში ზის 17 წლით და 6 თვით, გარდა ამისა, შალვა ფერაძე არის პოლიციელი, იისც ისეთივე დამნაშავეა როგორც ჩემი მეუღლე. მან ჩემი მეუღლე წამოაგო პროვოკაცოაზე”- განაცხადა პატიმრის მეუღლე.
შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს – შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს – ისინიც ციხის ბადრაგები არიან.
პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს. პასუხად უწყებამ დეესკალაციის საკანში გადაღებული ვიდეო გაავრცელა. უხმო კადრებში პატიმარი და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ჩანან. მათ განცხადებით, დავითაძეს საკანში შეყვანისას სხეულზე ელექტროდეტექტორით დათვალიერება ჩაუტარდა.
