გადაუდებელი სამუშაოების გამო, 5 ოქტომბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანდორ პეტეფის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, ციხისძირის, კაპანაძის, ფარავნის, თეთნულდის, ჩხიკვიშვილის, მამრაძის, მიჩურინის, ნორიოს, ჩუბინაშვილის, დავით კლდიაშვილის, ცოტნე დადიანის, ქინქლაძის, პალიასტომის, გოგი დოლიძის, ნინოშვილის, კიკვიძის, ზაზიშვილის, ხათუნა დონდუას, გროზნოს, კონსტიტუციის, როსტოვის, რეხის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ფიროსმანის, ართვინის, გოგოლის, ფოცხვერაშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
