Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

October 2, 2026
მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს – ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.

საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

პროგრამების არჩევისას ელექტრონული ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ აპლიკანტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:
პროგრამის ტიპს – საბაკალავროა, თუ პროფესიული;
სწავლის საფასურს;
ქალაქს, სადაც პროგრამა ხორციელდება;
პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას.

აბიტურიენტებმა აგრეთვე, ყურადღებით უნდა შეამოწმონ ცნობარში, ხომ არ არის კონკრეტულ პროგრამაზე გაზრდილი საგნის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება.

პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ მათ მიერ ჩაბარებულ საგნებში მიღებული შედეგები და კონკრეტულ პროგრამაზე ამ საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები. კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე.

თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.

პროგრამის არჩევისას მნიშვნელოვანია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გაცნობაც. სარეგისტრაციო გვერდზე აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ პროგრამებზე არსებულ კონკურსს. მონაცემები 24 საათში ერთხელ ახლდება.

მეორადი ჩარიცხვის პროცესში რეკომენდებულია, აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი მისთვის მისაღები პროგრამა გააზრებულად აირჩიოს, რათა გაზარდოს ჩარიცხვის შესაძლებლობა.

არჩეული პროგრამების რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი თანმიმდევრობის სწორად განსაზღვრაც. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით.

ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია,” – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის მარაგების გამოთავისუფლებაზე შეთანხმდნენ
  • რისთვის იხდის სასჯელს გიორგი დავითაძე, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს – პატიმრის მეუღლის კომენტარი
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge