ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობს შემთხვევაში, ევროკავშირთან დიალოგი მარტივად – მომავალ კვირაშივე შეიძლება აღდგეს – ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ კონკრეტულ ევრობიუროკრატებს და კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსებს საქართველოსთან ღია და გამჭვირვალე დიალოგის წარმოება არ სურთ, – ეს განცხადება დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
“ჩვენ სწორედ ამას ვითხოვთ – თუ ისინი მართლა მოიაზრებენ საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად, მაშინ დიალოგი იმ ხელისუფლებასთან უნდა ჰქონდეთ, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
