“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ პატიმარის მსგავსად, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სხვა პატიმრებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებსნ, მაშინ ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა “გადაყვება”.
პოლიტიკოსის თქმით, ის ესაუბრა სახალხო დამცველს და მისგან მიიღო პირობა, რომ პატიმართა ნომერ მეექვსე დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები კიდევ შევლენ და უფრო დეტალურად შეისწავლიან საკითხს.
მე დღეს შევხვდი სახალხო დამცველს. მან მითხრა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ განცხადების შემდეგ ისევ შევლენ მსჯავდებულთან, მოინახულებენ მას. კიდევ მიიღებენ ინფორმაციას, ასევე შეეცდებიან, რომ საგამოძიებო ორგანოებსაც მიმართონ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი. აუცილებელია ექსპერტიზა, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და მანამდე აი ამ წამებაში მონაწილე პირების გამოყვანა სასჯელაღსრულების სისტემიდიდან. ამას გადაყვა სააკაშვილი. პატიმრების წამების თემას გადაყვა ის რეჟიმი და თუ ეს ყველაფერი კიდევ სხვა პატიმრების ჩვენებებითაც გაგრძელდა, ამას უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა”. – აცახდებს ირმა ინაშვილი.
