პატიმრის დედა, რომლის შვილიც ბადრაგს გაუპატირებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეს შეხვდა და სთხოვა, მეუღლისთვის გადაეცა, მოეკითხა, რა ხდებოდა ციხეებში.
თუმცა, ირმა დავითიძის თქმით, მიუხედავად იმის, რომ უკვე 2-3 თვე გავიდა, დღემდე მას არავინ შეხმიანებია.
“მე მივმართე ყველას, მათ შორის ქალბატონი თამარს, რომელიც შემთხვევით შემხვდა, ჩემს მეზობლად, ერთ-ერთ სალონთან, ყაველაშვილის მეუღლე, ვაკეში, მე მივედი მასთან და ვუთხარი, რომ ასეთი რაღაცები ხდება ციხეებში და იქნებ თქვენ მეუღლეს გადასცეთქო. ჩემი ტელეფონი დავუტოვე და ვთხოვე პრეზიდენტისთვის გადაეცა, რა ხდება ციხეებეში, ეს იყო დაახლოებით 2-3 თვის წინ. არც არავის დაურეკავს და არც არავის მოუკითხავს ეს საკითხი. ქალბატონმა თამარმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ ყველა შვილი ჩემი შვილიაო, ასეთი ჰუმანური განაცხადი გააკეთა და სად ხარ ქალბატონო თამარ, იქნებ ხმა ამოგეღო თავის დროზე, მე რომ აქ ჯდომა არ დამჭირვებოდა დღეს, იქნება თავის დროზე მიგეტანათ გულთან ეს მდგომარეობა”, – განაცხადა ირმა დავითიძემ.
