Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კობახიძის მიერ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტო პროტოკოლურია – გიორგი შარაშიძეხელის ჩამორთმევისას ვერანაირი მნიშვნელოვანი საკითხები ვერ განიხილებოდა-

October 2, 2026
კობახიძის მიერ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტო პროტოკოლურია – გიორგი შარაშიძეხელის ჩამორთმევისას ვერანაირი მნიშვნელოვანი საკითხები ვერ განიხილებოდა-

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით, არ წყდება – დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის საერთო ფოტოს გავრცელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ის რომ სჭირდება, რომ ფოტო ააფრიალოს და რაღაც განსაკუთრებულ მიღწევად გაასაღოს, ეს კიდევ სხვა „უბედურება და პრობლემაა.“

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით არ წყდება. „ოცნებას” ის რომ სჭირდება, ეს ფოტო ააფრიალოს და რაღაც განსაკუთრებულ მიღწევად გაასაღოს, ეს კიდევ სხვა უბედურება და პრობლემაა. ყოველ წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა ტარდება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრადიციულად ოფიციალურ მიღებას წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის მიღებას მართავს. გაერო-ს ტრიბუნაზე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების გამოსვლა არასოდეს დამიკნინებია, არც ამ შემთხვევაში, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ვერც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, რადგან კარგად ვნახეთ, რომ არც ერთი სერიოზული, შინაარსზე და საქმეზე ორიენტირებული შეხვედრა არ შემდგარა. დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ხელის ჩამორთმევის მომენტში ვერანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები ვერ განიხილებოდა. თავად ფაქტი, რომ „ოცნებას“ ამ ფოტოს ფრიალი სჭირდება, ეს კიდევ „ოცნების“ სხვა პრობლემებზე მიუთითებს“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

პრესსამსახური ავრცელებს ფოტოსაც, რომელზეც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და დონალდ ტრამპი ხელს ართმევენ ერთმანეთს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 პროექტზე ედავებიან – სადავო თანხა დაახლოებით, 4.8 მლრდ. დოლარია
  • “შოკისმომგვრელია” – პატიმრის ცოლმა პენიტენციურის კადრები გადაცემაში სტუმრობისას ნახა
  • თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge