Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო დელეგაციის მოსკოვში ჩასვლა არ არის გამორიცხული- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

October 2, 2026
“ამას ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერ წარმოიდგენდა…”- ანდრია ჯაღმაიძე განცხადებას ავრცელებს

არ არის გამორიცხული [საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს] – რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს – შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის, – ასე პასუხობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტის კითხვას: დაპატიჟების შემთხვევაში გაემგზავრება თუ არა მოსკოვში საქართველოს საპატრიარქო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს საპატრიარქოს მიწვევასთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოდან „კონკრეტული რამე არ ყოფილა“.

„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ იმას, რომ რაიმე თარიღია შერჩეული და კონკრეტულად სამზადისია ამისთვის დაწყებული, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი ეკლესია, როდესაც ჩამოდის ან ჩვენ, როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს, თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის საპატრიარქო სტუმრობდა, დადგება თუ არა საკითხი, რომ საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს:

„არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერი არ არის ამის შესახებ კონკრეტული“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

კითხვაზე: რა გადაწყვეტილებას მიიღებს პატრიარქი შიო III, დეკანოზი აღნიშნავს, რომ „არ არის გამორიცხული“ [მოსკოვში წასვლა].

„არ არის გამორიცხული. იცით, რაშია საქმე? ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს – შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის“, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

კითხვაზე, რატომ უნდა ჩავიდეს საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ომს აწარმოებს, კრემლის პოლიტიკას კი რუსეთის საპატრიარქოს მხარდაჭერა აქვს, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს:

„გასაგებია, ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ, არ მივესალმოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობები“, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

მისი განმარტებით, უამრავი საკითხია, რაზეც საქართველოს საპატრიარქო ისაუბრებს მოსკოვში ჩასვლის შემთხვევაში.

„უამრავი საკითხია. ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, იქ არის ქართული ტაძრები. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელსაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე, რომელზეც მათ თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქ იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს. ასე რომ, თემები ბევრია. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ჩვენს ინტერესებში არის“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

ამასთან, დეკანოზის განმარტებით, რუსეთის საპატრიარქოს საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობისას პატრიარქმა შიო მესამე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„უმთავრესი საკითხი, რაც კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამისგან იყო ამ შეხვედრის დროს წამოჭრილი და ფაქტობრივად, ამ საუბრის მთავარი ღერძი, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ის რომ საქართველოს ეკლესიას იქ მსახურების განხორციელება არ შეუძლია, მოსახლეობას არ შეუძლია გასვლა თუნდაც განსაკუთრებულ დღეებში მათი წინაპრების საფლავებზე. ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელი არის გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები იმისთვის, რომ ოდნავ მაინც აქ, რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, რომ ოკუპაცია გააუქმოს ან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს. ასე რომ, გარკვეულწილად მძევლები ვართ ამ პოლიტიკური გარემოებების“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სხვა გზას არ მიტოვებენ, ყველაფერი უნდა ვთქვა…” -პატიმრის დედის პირველი გამოხმაურება პენიტენციურის კადრებზე
  • ვიდრე ამ ილუზიებში იქნებიან, რომ ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი უჭერს მხარს, მანამდე ექნებათ ის სამარცხვინო რეიტინგი, რომელიც IRI-ის გამოკითხვებით აქვთ- თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის აქციაზე
  • “ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ – ბურთი მათ მოედანზეა.”- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge