ადენაუერის ფონდის დახურვა მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ქართულ ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა, სინამდვილეში, რუსული კანონი, ეს სამწუხარო ფაქტია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის.
„ადენაუერის ფონდის დახურვა მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა, სინამდვილეში, რუსული კანონი. ეს სამწუხარო ფაქტია. რა თქმა უნდა, რუსული იმ მიზნებით და მოტივაციით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი გაუქმებულიყო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის შექმნილიყო უამრავი ხელისშემშლელი ბარიერი. სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თავიდანვე მოსალოდნელი იყო. „ოცნების“ პირობებში ის რეალობა მივიღეთ, როდესაც ქვეყანას ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები ტოვებენ. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
კონრად ადენაუერის ფონდმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითვითაც, 30 სექტემბრიდან თბილისში ოფისი დახურა.
