Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გუშინ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა რუსეთთან დაკავშირებული ჩრდილოვანი საბანკო ქსელი, რომელსაც ირანის რეჟიმი იყენებდა სანქციების გვერდის ავლის მიზნით ქსელის სახელწოდებაა A7…”- რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

October 2, 2026
“გაბრაზება, ქუჩაში გამოსვლა, წნეხი რეჟიმზე, მათ შორის გარედან, რომ ჩამოიშალოს და ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, არის გზა, რომელიც შვიდასჯერ გვაქვს ახსნილი” – ზურაბ ჯაფარიძე

აშშ-მა ირანული კომპანიის ქართული აქტივები ირანისთვის ფულის გათეთრებასთან კავშირისთვის სანქციების სიაში შეიტანა. ინფორმაცია

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა. ირანისთვის ფულის გათეთრების გლობალური ქსელის მონაწილე კომპანიების სანქცირების თაობაზე გამოქვეყნებულ სიაშია კომპანია FLUXUS MARINE INC. კომპანია 2021 წელს ირანშია დარეგისტრირებული, მისი საქმიანობის სფეროდ ყაზახეთი და საქართველოა მითითებული, ოფისის მისამართად კი ილია ჭავჭავაძის N37.

“გუშინ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა რუსეთთან დაკავშირებული ჩრდილოვანი საბანკო ქსელი, რომელსაც ირანის რეჟიმი იყენებდა სანქციების გვერდის ავლის მიზნით
ქსელის სახელწოდებაა A7.
ესაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სანქციების გვერდის ავლის ქსელი, რომელსაც კრემლი იყენებს. მისი დამფუძნებელია ილან შორი, მსგავსი საქმეების გამო მსჯავრდებული მოლდოვაში, მისჯილი აქვს 15 წელი, თუმცა იმალება რუსეთში. ეს შორი თავის დროზე დაეხმარა იქაურ ოლიგარქ პლახატნიუკს სამი მოლდოვური ბანკიდან ჯამში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მოპარვაში.
A7-ის თანამფლობელი და მნიშვნელოვანი დამფინანსებელია რუსული პრომსვიაზბანკი (ასევე დასანქცირებული რუსული სამხედრო ბანკი). ამ ბანკის ხელმძღვანელია პიოტრ ფრადკოვი, პუტინის მეგობრის და რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრის მიხაილ ფრადკოვის შვილი.
A7-ის კიდევ ერთი თანამფლობელია ასევე დასანქცირებული, რუსული, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საინვესტიციო კომპანია VEB.RF, რომლის ხელმძღვანელია იგორ შუვალოვი, პუტინის უახლოესი ძმაკაცი.
A7-ს არეკლამებდა პირადად პუტინი
https://home.treasury.gov/news/press-releases/sb0644/
A7 არეკლამებდა საქართველოს როგორც ერთ-ერთ იურისდიქციას, რომლის გავლითაც ის ატარებდა საერთაშორისო ტრანზაქციებს
https://www.info-res.org/…/10/A7-Abroad-FINAL-Copy.pdf
წლევანდელი წლის 26 მაისს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია. ეს დასანქცირება მოხდა სწორედ A7 ქსელის მიზანში ამოღების შედეგად, რომელსაც რუსეთი იყენებდა სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
ეს კომპანიებია:
Arvix LLC
Rapira Group LLC
Aifory LLC
https://www.interpressnews.ge/…/147687-british-embassy…
გაერთიანებული სამეფო ამტკიცებს რომ Arvix LLC არის დაკავშირებული A7-ის ქსელის ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Garantex და Grinex. ორივე ეს კომპანია იდენტიფიცირებულია აშშ-ს სახაზინო დეპარტმანეტის ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო ქსელის (FinCEN) მიერ როგორც A7-ის ქსელის ნაწილი.
https://sanctions-finder.com/…/ARVIX%20LIMITED…
კომპანია TRMLabs-ის მიერ მოძიებული ინფორმაციით, მეორე სანქცირებული კომპანია, Rapira, როგორც A7-ის ქსელის ნაწილი, ატარებდა ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს.
https://www.trmlabs.com/…/uk-designates-htx-what-the…
სამივე ეს კომპანია რეგისტრირებული იყო საქართველოში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო ქსელი (FinCEN) ამბობს, რომ A7-ის ბიზნეს მოდელი ეფუძნება უცხოეთში (მაგალითად საქართველოში) რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ გადახდებს/ტრანზაქციებს ფუთავენ ნორმალურ, მესამე ქვეყნის კომერციულ ტრანზაქციებად.
https://www.fincen.gov/…/2026-10/9714-A7-NETWORK-NPRM.pdf
საგამოძიებო მედია Proekt, A7-დან გამოჟონილ დოკუმენტებსა და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებს რომ A7-ის უკან შესაძლოა რეალურად იდგეს რომან აბრამოვიჩი. აბრამოვიჩი უარყოფს ასეთ კავშირს.
https://www.proekt.media/investigation/platezhnye-agenty/
დილა მშვიდობისა და არ დაგავიწყდეთ რომ არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს” – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა- გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე
  • დიზელი – 4.99 ლარი, სუპერი – 4.59 ლარი, პრემიუმი – 4.27 ლარი – ზოგიერთ ქსელში საწვავი ისევ გაძვირდა
  • პროტესტი 61-ე ბაგა-ბაღთან – მშობლები შენობის დახურვის რელაურ მიზეზს ითხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge