ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს.
“ევროკომისიასთან ჩვენს დიალოგს კარგი შედეგები აქვს 2026 და 2027 წლებში უკრაინის ფინანსური და თავდაცვითი საჭიროებების დასაფარად. განვსაზღვრეთ ფორმატი, ვადები და აუცილებელი ნაბიჯები სრული მოცულობის უზრუნველსაყოფად.
მომავალში ამ სამუშაოს ყოველთვიურ რეჟიმში შევათანხმებთ. კოორდინაცია მუდმივი უნდა იყოს. გმადლობ, ურსულა! მადლობა ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს.
ვამზადებთ დამატებით გადაწყვეტილებებსაც უკრაინის, ჩვენი დაცვისა და ჩვენი საზოგადოების გასაძლიერებლად. დიდება უკრაინას!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
