ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას აღნიშნულზე “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.
ადგილზე ასევე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
რამ გამოიწვია ავტომობილისთვის ცეცხლის გაჩენა, ჯერჯერობით უცნობია.
