Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიიწვია თუ არა საქართველოს პატრიარქი შიო მესამე მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციამ რუსეთში? – რა ინფორმაცია ვრცელდება

October 1, 2026
მიიწვია თუ არა საქართველოს პატრიარქი შიო მესამე მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციამ რუსეთში? – რა ინფორმაცია ვრცელდება

მიიწვია თუ არა საქართველოს პატრიარქი შიო მესამე მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციამ რუსეთში? – ეს კითხვა ” ტვ პირველმა” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეს დაუსვა.

დეკანოზი ამბობს, რომ სტუმრობაზე ყოველთვის არის საუბარი.

“ზოგადად საუბარი ყოველთვის არის სტუმრობაზე, რამე კონკრეტული არ ყოფილა. მიწვევა ნიშნავს, რომ რომელიღაცა თარიღი უნდა ჩაინიშნოს ან რაღაცას დაუკავშირდეს, თორემ ზოგადად რომ სტუმრობა საჭირო არის, ამაზე ყველა ეკლესია გვეუბნება”, – თქვა დეკანოზმა.

რა პოზიცია აქვს თავად შიო მესამეს რუსეთში სტუმრობასთან დაკავშირებით? – ამ კითხვაზე ანდია ჯაღმაიძე ასე პასუხობს: “არ ყოფილა ამაზე საუბარი”.

“ტვ პირველმა” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ასევე ჰკითხა, ხომ არ იყო საუბარი შეხვედრაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით და ხომ არ ყოფილა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან რაიმე აკრძალვა?

“არა, არაფერი მსგავსი. არანაირი ნიშნები ჯერჯერობით ქართულ ეკლესიაში რომ უკრაინის ახალი ეკლესიის აღიარება მოხდება, არ არსებობს.

ჩვენ ყველა ეკლესიამ შეიძლება გვთხოვოს და დაპატიჟოს ჩვენი დელეგაცია, მაგრამ ეს არაფერ კავშირში არ არის, სხვა ეკლესიასთან რა ურთიერთობა გვექნება.

არცერთ ეკლესიას არ შეუძლია გვითხრას, იქ არ წახვიდეთ ან აქ არ წახვიდეთ. ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, ეს არის ეტიკეტის უხეში დარღვევა, რაიმე მსგავსი წინადადება ვინმესგან”. – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა.

თავდაპირველად ინფორმაცია და შეხვედრის კადრები საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებამ” გაავრცელა.

ამის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა “მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე” და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.

რუსეთის საპატრიარქოს მიერ დღეს 30 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან კი გამჟღავნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო, რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა

რუსეთის საპატრიარქომ 30 სექტემბერს 14:17 გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის დელეგაცია იყო და ისინი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. რამდენიმე საათში, უკვე საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი კადრები და საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგნელის კომენტარი.

რუსეთის საპატრიარქოს პრესრელიზიდან დგინდება, რომ 28 სექტმებერს თბილისში ჩამოსულ რუს სასულიერო პირებს, დახვედრა მოუწყვეს თბილისის საერთაშორსო აეროპორტიში. 29 სექტემბერს კი იმყოფებოდნენ, გორსა და მცხეთაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
  • დღევანდელი აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა – პირიქით, ეს აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს- ანა წითლიძე
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge