“ენგურიდან წყალი ყოველთვის იღვრება, არაფერი საგანგაშო არ არის” – ასე უპასუხა ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ “TV პირველის” კითხვას
გამოიწვია თუ არა სოფელ ტყაიას დატბორვა ენგურიდან გამოშვებულმა წყალმა? – მებონიამ ამ თემაზე დეტალები არ დააკონკრეტა
სოფელი ტყაია დაიტბორა – განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები და სავარგულები. წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარადა. ტყაიას ადმინისტრაციული ერთეულის ცნობით, სახლების დატბორვა ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
