Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბიზნესის ბრუნვის მესამედზე მეტი აზარტულ თამაშებზე მოდის – 2025 წელს სექტორმა რეკორდულ 88.3 მლრდ ლარს გადააჭარბა

October 1, 2026
ბიზნესის ბრუნვის მესამედზე მეტი აზარტულ თამაშებზე მოდის – 2025 წელს სექტორმა რეკორდულ 88.3 მლრდ ლარს გადააჭარბა

აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ 2025 წელს მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს მაჩვენებელმა 88.370 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.215 მლრდ ლარით, ანუ დაახლოებით 16%-ით მეტია.

როგორი იყო აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვა წლების მიხედვით:

2025 წელი – 88.370 მლრდ ლარი;

2024 წელი – 76.155 მლრდ ლარი;

2023 წელი – 63.994 მლრდ ლარი;

2022 წელი – 52.647 მლრდ ლარი;

2021 წელი – 47.938 მლრდ ლარს;

2020 წელი – 32.091 მლრდ ლარი.

მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 34.8% იყო. ცნობისათვის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 32.3%-ს შეადგენდა, 2023 წელს – 31.2%-ს, 2022 წელს – 29%-ს, 2021 წელს – 32%-ს, 2020 წელს კი 28%-ს.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.

ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სათამაშო ბიზნესში სულ 13 228 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი 3 742 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 63 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 253.7 მლრდ ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.5%, ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგზე მოდიოდა, ჯამში 88.880 მლრდ ლარი. აქედან 88.370 მლრდ ლარი, ანუ დარგის მთლიანი ბრუნვის 99.4%, სწორედ აზარტული თამაშების საქმიანობაზე მოდიოდა.

ცნობისათვის, 2018 წლიდან აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით. 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
  • დღევანდელი აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა – პირიქით, ეს აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს- ანა წითლიძე
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge