გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ბერა ივანიშვილის მიერ სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ საკითხის შეფასებისას.
„გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიურ თავდასხმებსა და ცილისწამებებს ავრცელებენ, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რადგან ისევ და ისევ მათი მიზანი შესრულდეს, მაგრამ როგორც წარსულში არ გამოსვლიათ, არც მომავალში არ გამოუვათ“, – აღნიშნა გორდულაძემ.
„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
