მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“დღეს იყო ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის სააპელაციო სასამართლოს მორიგი სხდომა.

რიკაძის დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოვისმინეთ.

ერთს ვიტყვი მხოლოდ, ისიც ადვოკატების გასაგონად:
— როცა ადვოკატს ვინმე ლანძღავს, ნუ გეწყინებათ თქვენ; ჩვენ დათო სანაძეებს ვლანძღავთ, თქვენ კი არა.
დათო სანაძეს ადვოკატი კი არა, ადამიანი რომ ჰქვია, მე როგორც ადამიანს მრცხვენია. თქვენც უბრალოდ ის შეგრცხვეთ, მას რომ ადვოკატი ჰქვია. თორემ აბა, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შემთხვევით ვნახე დღეს, მაგრამ მეგობრულად შევხვდი და ინფორმაციებიც გავცვალეთ ერთმანეთზე.

რომ მიგახვედროთ, სანაძემ გიგას გვარი ჩიქოვანის ადვოკატს ჰკითხა და 15-17 წუთი ამტკიცებდა, რიკაძისგან ლათინური შრიფტით დაწერილი სიტყვა “xorosho”, რომელიც რუსული სიტყვაა, არ უნდა ჩაითვალოს, რადგან გაბაშვილს მიმოწერისას თარჯიმანი არ ჰყავდა, გაბაშვილი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულიაო.
(ეს მე დავალაგე, ის უბრალოდ იოფლებოდა.)

(ისე, რა გამოდის, ლათინური შრიფტით თუ ვაგინებთ და თარჯიმანს არ მიუყვანთ, სანაძეს პრობლემა არ ექნება?!)

საერთოდაც რა დაცვის იმედი აქვთ ამ ბოროტ ხალხს, მიკვირს.

თავიდანვე უთხრეს გაბაშვილს ადვოკატებმა:
— “ეს ძალადობრივი კადრები თუ აღმოაჩინა პროკურატურამ, აუცილებლად წააგებ, გახმაურებულ მკვლელობაში წაგებით თავი მოგვეჭრება და ამიტომ საქმიდან გავალთ”-ო.

ჰო, წინასწარ მიდიოდა ამაზე საუბრები ადვოკატებთან და ხომ გახსოვთ მერე რა დღეში იყვნენ:
— “აქ ვერც ჩვენს შვილებს ვცნობთ და ვერც ფეხსაცმელებს, თან საყოფაცხოვრებო ჩხუბებია და ბავშვები რაღაცებს მაიმუნობენ”-ო.

ერთხელ, როცა ალექსანდრე გაბაშვილმა თქვა:
— “მგონი ჩვენ სხვა საქმის მასალები გვაქვს და იმათ სხვა”-ო, მეგონა მარტო ეს მამრი იყო შტერი.

სიბოროტე გავიგე, მაგრამ ეს სიშტერეც ასე ერთნაირი?!

მოკლედ, იმდენი იძახეს მალანიებმა:
— “ჩვენს ბოთე, შტერ ბავშვს, არასდროს უნახავს გაბაშვილი”-ო, პროკურორმა საქმის მასალებში დააკონკრეტა რამდენიმე რიცხვი და ლოკაცია, თუ როდის და სად შეხვდა გაბაშვილი მალანიას.

მერე როცა ჩემგან მოისმინეს, რომ:
— “29 სექტემბერს, პირველი ჩასაფრების დღეს, გაბაშვილმა დატოვა რიკაძე და ჩიქოვანი თემქაზე, თვითონ კი წავიდა მალანიასთან შესახვედრად”-თქო,

მალანიები კამერებთან აჭიჭყინდნენ:
— “ეგ დრო და ლოკაცია არ წერია აქ”-ო.

რომ დასდევთ ერთმანეთს დიდი და პატარა “შარვალ-კოსტუმიანი”, ჩაიხედეთ მაგ საქმის მასალებში და საქმის მასალების კითხვა თუ არ იცით, თავს მაინც ნუ იჭრით ეკრანებთან ბჟუტურით.

ისე, რომ იცოდეთ, ფიზიკა ლამის მათემატიკაზე უკეთ ვიცი და მინდოდა კიდეც სასამართლო პროცესზე წამეკითხა ლექცია ანძებთან და ანტენებთან დაკავშირებით, მაგრამ აღარ მქონდა დრო.

მოვიცლი ერთ დღეს მაგის ასახსნელადაც და შევეცდები პრიმიტიულ ენაზე გელაპარაკოთ, თუმცა მანამდე იქნებ “Chat GPT”-მ ანძის და ანტენის განსხვავება მაინც გასწავლოთ.
ლოკაციებს მე აგიხსნით, მანდ ჩაიკარგებით.

გაბაშვილი “Chat GPT”-ით ელექტროშოკის შესაძლებლობებს არკვევდა. ჩიქოვანი ტელეფონის გასუფთავების ამბებს და თქვენამდე რით ვერ მოაღწია ცივილიზაციამ, რომ “Chat GPT” არსებობს?!

ან კიდევ, წინასწარ გაზუთხულ სისულეებს რომ ბოდავთ ეკრანებთან, კითხეთ მანამდე ვინმეს.

დაკავებისას ქეთი სონიძემ კი არა, სხვა პროკურორმა მოაწერა ხელიო, ამის თქმა ვინ გირჩიათ????
ისე, ერთ სასამართლო პროცესზე ლევან ვეფხვაძეც ხომ იყო და შენ რა უფრო გეჩხირება ყელში მერაბ მალანიავ , მარტო ნინო ჟვანიას ხელმოწერა, სამი უძლიერესი პროკურორი რომ დაინახე საქმეში, თუ ლუკა გამყრელიძისნაირი პროკურორები რომ არ დაგხვდა აქ?!
შენმა ველურმა ცოლ-შვილმა ჩემი ანგელოზი შვილის სიკვდილს ხელი მოაწერეს და ამას უმწარესად გაზღვევინებ!
ვერ გიშველის დამჩიჩული “შარვალ-კოსტუმი” და “წელში ზნეკვა”!

ლაშა ცუცქირიძევ, არ გავხარ შენ ცუდ ადამიანს და ნუ აყვები მაგ არაკაცს, თორემ არაერთხელ გითხარით, დედამიწას მოვდღლიზავ ორბიტიდან ჩემი შვილის სიცოცხლის საპირწონედთქო და ეგ შეშლილი ვინ მიგდია!!!
ლეკიშვილო, რაო შენმა თაკომ, დააბრუნე ეგ 50 000 დოლარი, “ისრაელი ექსპერტებისთვის” რომ აგვახიეო, თუ იყოს გვრიტო, მეც შენი ვარ და უფხო ვალე დავაბოლოთ, ერთად ვიგულაოთო?

P.S. ისეთი სტილის პოსტია, მე და ჩემს თანამოაზრეებს რომ არ გვეკადრება, მაგრამ როცა ადამიანი შენს ენას ვერ იგებს, თავის ენაზე უნდა ელაპარაკო”- წერს ეკა კუპატაძე.