საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია – სტუმრები საპატრიარქოში პატრიარქმა შიო მესამემ მიიღო.
შეხვედრის კადრებს ტელევიზია “ერთსულოვნება” ავრცელებს.
საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი სევრიუკუ, რუსეთის პატრიარქის მრჩველი, დეკანოიზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოიზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.
სტიმრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ასევე პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი და დეკანოიძი ანდრია ჯაღმაიძე.
