Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

Reuters-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც რუსეთმა ნატო-ს გაუგზავნა და რომელშიც მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

September 30, 2026
Reuters-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც რუსეთმა ნატო-ს გაუგზავნა და რომელშიც მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

Reuters-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც რუსეთმა ნატო-ს გაუგზავნა და რომელშიც მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, თუ ალიანსი კალინინგრადის ოლქის იზოლირებას ეცდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი და ნატო-ს პრესმდივანი, ელისონ ჰარტი ავრცელებენ.

დოკუმენტში მოსკოვი ნატო-ს “სახიფათო და გაუაზრებელ კურსში” ადანაშაულებს.

“რუსეთი მზად იქნება ძალებისა და საშუალებების მთელი არსენალი გამოიყენოს, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ ნატო-ს ქვეყნები რაიმე მცდელობას მოიმოქმედებენ, რომელიც კალინინგრადის ოლქის დანარჩენი ქვეყნისგან იზოლაციისკენ იქნება მიმართული”, – წერია დოკუმენტში.

ნატოს პრესმდივანმა, ელისონ ჰარტმა დაადასტურა, რომ ალიანსმა რუსეთისგან დოკუმენტი მიიღო და, თავის მხრივ, მოსკოვს პასუხი გაუგზავნა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლოა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთმა ნატო-ს არაფორმალური დოკუმენტი (non-paper) გაუგზავნა და ჩვენ პასუხი გავუგზავნეთ, რომელშიც აღვნიშნეთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და არცერთი ჩვენი ქმედება ან წვრთნა საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთის რაიმე ნაწილისთვის.

მტკიცედ ვგმობთ ძალის გამოყენების მუქარებს, მათ შორის ნებისმიერ უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას…

რუსეთის მიერ ჰიბრიდული ტაქტიკების გამოყენება სასოწარკვეთის ნიშანია. მაგრამ ეს არ გვაიძულებს უარი ვთქვათ უკრაინის მხარდაჭერაზე. ყველაფერი საჭირო გაგვაჩნია, რათა ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ და ვრჩებით ძლიერად, მზად და შესაძლოდ წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს”, – განაცხადა ჰარტმა.

კრემლში აცხადებენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის განცხადებები შეხსენებაა “ცხელი თავებისთვის”.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კალინინგრადის ოლქის ბლოკადის საპასუხოდ შესაძლო ბირთვული დარტყმების შესახებ რუსი დიპლომატების განცხადებები შეხსენებაა იმის შესახებ, რომ მსგავსი ზომები რუსეთის ნორმატიული დოკუმენტებითაა გათვალისწინებული.

“სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი დიპლომატები ცდილობენ ევროპაში “ცხელ თავებს” შეახსენონ ჩვენი ფუძემდებლური დოკუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით,” – განაცხადა პესკოვმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • “ვინმემ ამიხსნას, რუსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაში ნახსენები “მტკივნეული რეგიონები” რას ნიშნავს?”- ზურაბიშვილი
  • რა საკითხებზე ისაუბრეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან – ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge