Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა – ანტივაქსერების დიდი შეკრება და წყევლა-კრულვაა მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია” – რას ამბობს მაია ბუწაშვილი

September 30, 2026
“სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა – ანტივაქსერების დიდი შეკრება და წყევლა-კრულვაა მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია” – რას ამბობს მაია ბუწაშვილი

“უხსოვარ დროს, როდესაც სტუდენტი ვიყავი, ლექციაზე ეთერ ბოცვაძემ გვითხრა, დრო მოვა და ძალიან ბევრ სიმსივნეზე აღმოჩნდება, რომ ინფექციები იწვევსო. მაშინ ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, თუმცა სადღეისოდ უკვე დადგენილია, რომ სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა (ანუ წელიწადში 2.3 მილიონზე მეტი სიმსივნის დიაგნოზი)” – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში (ანუ ინფექციების და სიმსივნეების ასოციაციების დადგენა), რადგან ინფექციური სიმსივნეები ხშირად შეიძლება მარტივად იქნას თავიდან აცილებული.

“ამ ინფექციურ პათოგენებს შორის წამყვანია შემდეგი ხუთი:

1. ჰელიკობაქტერია (Helicobacter pylori) – რომელიც იწვევს კუჭის კიბოს და ლიმფომას.

2. პაპილომავირუსი (HPV) – სქესობრივი გზით გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, პენისის და ორიგარინგეალურ (პირ-ხახის) კიბოს.

3. B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) – იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)

4. C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) -იწვევს ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას, რაც შეიძლება გართულდეს ღვიძლის კიბოთი (ჰეპატოცელულარული კარცინომა)

5. ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) – რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰოჯკინის ლიმფომა, ბერკიტის ლიმფომა და ცხვირ-ხახის კარცინომა (ეს ფაქტი ზოგჯერ ზედმეტ შფოთვას იწვევს EBV გამოწვეული მონონუკლეოზის დროს. ეს დაავადება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, >90% გადატანილი აქვს, თუმცა სიმსივნის რისკი უკიდურესად დაბალ პროცენტშია).

ეს ჩამონათვალი სრული არ არის და რამდენიმე სხვა ინფექციური აგენტის სიმსივნეებთან ასოციაციაც დადგენილია, თუმცა მათი სიხშირე ნაკლებია.

ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში (ანუ ინფექციების და სიმსივნეების ასოციაციების დადგენა), რადგან ინფექციური სიმსივნეები ხშირად შეიძლება მარტივად იქნას თავიდან აცილებული.

საკითხის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მომუშავე მეცნიერებმა არაერთხელ მოიპოვეს დიდი აღიარება. მაგალითად, მარშალმა და უორენმა 2006 წელს (ჰელიკობაქტერ პილორის აღმოჩენისთვის), ხოლო ჰაუზენმა 2008 წელს (პაპილომავირუსის აღმოჩენისთვის) მიიღეს ნობელის პრემია.

განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა სიმსივნეების პრევენციის მარტივ შესაძლებლობებს ადამიანები არ იყენებენ. მაგალითად, B ჰეპატიტი და პაპილომავირუსი და მათთან ასოცირებული სიმსივნეები ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ.

P.S. ახლა, ამ პოსტის ქვეშ, ანტივაქსერების დიდი შეკრება და წყევლა-კრულვაა მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ამას ვერავინ უარყოფს” – წერს მაია ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს…” – ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • საჯარო სექტორში ხელფასები 8.4%-ით იზრდება – 2027 წლის წლის ბიუჯეტის პროექტი
  • “საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან” – საქართველოს ეროვნული ბანკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge